ბადრიჯანი მუხუდოსთან ერთად

30 სექ 2019 |

ჩვენი დამოკილებულება მუხუდოს მიმართ ხომ იცით? ბადრიჯანიც არანაკლებად გვიყვარს. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ორი საყვარელი ინგრედიენტი ერთმანეთს შევახვედროთ. მოკლედ, მუხუდო და ბადრიჯანი დამეგობრდნენ. ერთმანეთის ახლოს გახნობაში მათ ხახვი და პომიდორი დაეხმარათ. მარილის, პილპილის და ზეითუნის ზეთის ჩარევით კი ეს ურთერთობა სამუდამო მეგობრობაში გადაიზარდა. ბლიც ზღაპარ რეცეპტის დასასრული.

ინგრედიენტები

მომზადება

ახალი წესი მაქვს! ბოსტნეულს ღუმელში ვამზადებ, აღარაფერს ვწვავ ზეთით სავსე ტაფაზე. მოდით, პატარ-პატარა ნაბიჯებით მივეჩვიოთ საკვების ჯანმრთელი ფორმით მომზადებას.


რაც შეეხება კერძს! ბადრიჯანს ვჭრი პატარა სამკუთხედი ფორმის ნაჭრებად, ფუნჯით ვუსვამ ზეითუნის ზეთს და ვაჩერებ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი. ღუმელი გახურებულია 200 გრადუსსზე. იგივეს ვიმეორებ მუხუდოს მარცვლებთან მიმართებაში. ვიდრე ღუმელში შევდებ, ჯამში ვასხამ ცოტა ზეთს და მუხუდოს კარგად ავურევ. მუხუდოს მარცვლებს იქამე ვაჩერებთ ღუმელში, სანამ არ გახდება ოქროსფერი (დაახლ. 20 წუთი).

როდესაც ბადრიჯანი და მუხუდო მზადაა, ვიღებ დიდ ჯამს და ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში ვურევ სუნელებთან ერთად. ბოლოს ვაყრი ქინძს და გუდის ყველს. მჭადი ამ კერძის ბოლო აკორდია!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.