ბადრიჯნის ,,დიფინგი"

03 ოქტ 2019 |

დღემდე მაქვს ეს ,,ცუდი" ჩვევა - ყოველთვის მაინტერესებს სხვა რას მიირთმევს. ჩემი არჩეული კერძით ვერასდროს ვკმაყოფილდები, ,,იმ სხვა" გემოს გასინჯვაც მინდა. რა ვქნა, ჩვევა ჩვევაა. ამიტომ მიყვარს ,,დიფინგები"! ყველამ ვიცით რას მივირთმეთ და სხვის თეფშში ყურებაც არ გვიწევს. ჰუმუსის შემდეგ, არანაკლებ გემრიელ ბადრიჯნის ,,დიფინგს" გთავაზობთ. გაუზიარეთ საყვარელ ადამიანებს. პ.ს თქვენც გაქვთ ჩემნაირი ,,ცუდი" ჩვევა? :)

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსსზე. თუნუქის საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ შუაზე გაჭრილი ბადრიჯანი ისე, რომ კანი დაბლა მოექცეს. გადაუსვით ფუნჯით ზეთი და დაახლოებით 20-25 წუთში დარბილებული იქნება. ბადრიჯნის გვერდითვე მოათავსეთ ნიორი და ხახვი და 10 წუთში ისინი შეგძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან. დარბილებულ ბადრიჯანს მოაშორეთ კანი. როდესაც ყველაფერი გამზადება, მოათავსეთ ბოსტნეული ბლენდერში (ბადრიჯანი, ნიორი, ხახვი) და პიურედ აქციეთ. გადმოიღეთ ჯამში, მოაყარეთ პიტნა, წიწაკის ფანტელები, მარილი და პილპილი. მიირთვით პიტა პურთან, უმ ბოსტნეულთან ერთად, შეგიძიათ გამოიუენოთ სენდვიჩებში.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.