ეკლერი

14 დეკ 2019 |

დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც სახლი შევიცვალეთ, სამზარეულოსთვის ახალი ნივთები შევიძინე. ამ ახალ ნივთებს შორის არ იყო მიქსერი. და იცით რატომ? ეკლერი რომ არ მომემზადებინა :) სხვათაშორის, food4.ge ს გამოჩენამდე დიდი ხანი სპეციალურად არ ვყიდულობდი ამ ძალიან მნიშვნელოვან ხელსაწყოს. თქვენთან არ ვიცი, მაგრამ ეკლერი ჩემი ოჯახის სისუსტეა! სახლში მომზადებული ეკლერისგან თავის შეკავება უბრალოდ წარმოუდგენელია და ძალიან ვცდილობთ ხოლმე რომ ყველა ერთად არ შემოგვეჭამოს.

ინგრედიენტები

ეკლერის ცომი:

ეკლერის კრემი:

შოკოლადის მინანქარი:

მომზადება

დავიწყოთ ეკლერის ცომის მომზადება. საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ 1/2 ჭიქა რძე, 1/2 ჭიქა წყალი, 8 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ შაქარი და 1/4 ჩ/კ მარილი. დადგით საშუალო ცეცხლზე და დატოვეთ იქამდე, ვიდრე არ გადნება კარაქი. გადმოდეთ ქვაბი ცეცხლიდან და ერთი ჭიქა ფქვილი ხის კოვზის დახმარებით კარგად შეურიეთ. როდესაც ფქვილი კარგად შეერევა, 2 წუთი ისევ დადგით საშუალო ცეცხლზე და გააგრძელეთ ცომის მორევა.

ამის შემდეგ ცომის მასა მოათავსეთ დიდი მიქსერის ჯამში და ერთი წუთი გათქვიფეთ, რომ ცომი გაგრილდეს. ახლა კი დროა კვერცხები შეათქვიფოთ სათითაოდ. საბოლოოდ უნდა მიიღოთ რბილი, ელასტიური ერთიანი ცომის მასა.

თუნუქის საცხობ ფირფიტაზე დადეთ საცხობი ქაღალდი და ე.წ ,,შპრიცით" (ქართული სახელი თუ იცით მომწერეთ:) ცომს მიეცით გრძელი ფორმა. სურვილისამებრ შეგიძლიათ დასვათ ,,შუს" ფორმებიც.

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და თავდაპირველად ეკლერის ცომი ამ ტემპერატურაზე 10 წუთი გააჩერეთ, კარგად რომ დაიბეროს. დანარჩენი 30 წუთი კი 160 გრადუსზე დატოვეთ და დაელოდეთ ვიდრე ეკლერის ფორმები არ მიიღებს ოქროს ფერს.


რაც შეეხება კრემს! გააცხელეთ რძე საშუალო ზომის ქვაბში ვანილთან ერთად. მიქსერის ჯამში პარალელურად მოათავსეთ შაქარი, სახამებელი და მარილი. ინგრედიენტები  ერთმანეთს შეურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გულები და კარგად გათქვიფეთ. ეს კრემოვანი მასა ჩაუმატეთ ცხელ რძეს და თან მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიკრას ძირზე. როდესაც გამოჩნდება დიდი ბუშტები და კრემი მიიღებს პუდინგის კონსისტენციას, ნიშნავს რომ მზადაა. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ პატარა კუბებად დაჭრილი კარაქი და ხის ან სილიკონის ჯოხით კარგად მოურიეთ. გააციეთ კარაქი, გადააფარეთ ჯამს ცელოფანი და დროებით შედგით მაცივარში.


როდესაც ეკლერის ფორმები გამოცხვება და გაცივდება, გაჭერით შუაზე და მოათავსეთ 1 ან 1+1/2 ს/კ გაციებული კრემი. (მე მიყვარს კანკრის დამატებაც, ზაფხულში გაითვალისწინეთ). და მოასხით შოკოლადის მინანქარი: გაადნეთ პატარა ქვაბში შოკოლადი, შეურიეთ ნაღები და მუდმივი მორევით მიიყვანეთ იქამდე, რომ მიიღოთ საშუალოზე თხელი სისქის მინანქარი.


ახალი წელი ჩემთვის სახლში მომზადებული ეკლერის გარეშე წარმოუდგენელია!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.