ფეტუჩინი სოკოთი და ნაღებით

30 სექ 2019 |

მზად ხართ პასტას და სოკოს მოყვარულებო? დღის ბოლოს როდესაც ფეტუჩინის სოკოთი და ნაღებით მოამზადებთ (ძალიან მარტივად თან), დაღლილობა, შიმშილი და სტრესი მომენტალურად დაგავიწყდებათ. მგონი ვერც მოასწრებთ თეშზე გადმოღებას, შემოგეჭმებათ :) არ გჯერათ? სცადეთ.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში აადუღეთ წყალი და მოხარშეთ ფეტუჩნი. 8-12 წუთი პასტას იდეალური მოხარშვისთვის. გადაინახეთ ერთ ჭიქა წყალი.

2 ს/კ კარაქი გაადნეთ საშუალო ცეცხლზე და ნიორი და სოკო დაახლოებით 10 წუთი მოთუშეთ. დაელოდეთ ვიდრე სოკო არ გახდება ყავისფერი და არ დარბილდება. დაამატეთ ნაღების კრემი, გადანახული წყალი და 3-4 წუთი კიდევ გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე.

მოხარშული ფეტუჩინი შეურიეთ სოკოს სოუსს და დაამატეთ პარმეზანის ყველი. მარილი გემოვნებით. მოაყარეთ ქინძი გასაფორმებლად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.