გამომცხვარი სტაფილო თაფლის სოუსით

06 დეკ 2020 |

ინგრედიენტები

მომზადება

ვახურებთ ღუმელს 200 გრადუსზე.

საშუალო ზომის ჯამში ვათავსებთ გათლილ და ირიბად დაჭრილ სტაფილო ნაჭრებს.

ვამატებთ ზეითუნის ზეთს, თაფლს, ვამატებთ პილპილს, ვაწურავთ ლიმონს და ხელით კარგად ვურევთ ყველაფერს ერთმანეთში, რომ სტაფილო კარგად გაჯერდეს თაფლის სოუსში.


ვათავსებთ სტაფილოს საცხობ ფირფიტაზე და ჯამში შემორჩენილ სოუსს ზემოდან ვასხამთ.

დაახლოებით 15-20 წუთში სტაფილო გახდება ნახევრად რბილი და დამყოლი.

დიდხანს ღუმელში არ ვაჩერებთ, რომ სტაფილომ არ დაკარგოს სიმკვრივე და ძალიან არ ჩარბილდეს.

თუკი თქვენ თაფლზე ალერგია გაქვთ, ეს ინგრედიენტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნეკერჩხლის სიროფით.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.