ქინოას სალათა ტკბილ კარტოფილთან ერთად

10 ნოე 2020 |

თუკი სალომე წვნიანებს აგროვებს, მაშინ მე სალათების შემგროვებელი ვარ. თან იცით როგორ სალათების? სიმყუდროვეს რომ გიქმნის და უჯანსაღესი ინგრედიენტების დახმარებით საოცარი ენერგიით გავსებს. ზუსტად ასეთი სალათაა ქინოა ტკბილი კარტოფილით, თუმცა ამ ორ მთავარ გმირთან ერთად სერვირების თეფშზე კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ინგრედიენტი მოიყრის თავს.უგემრიელესია ეს სალათა თევზთან ერთად. ხომ იცით როგორ გვიყვარს გემოებთან თამაში, აგვყევით თქვენც :)

ინგრედიენტები

მომზადება

გაამზადეთ თუნუქის ფირფიტა, მოასხით კანოლას სპრეი, ან დაუფინეთ საცხობი ქაღალდი და მოათავსეთ კუბებად დაჭრილი ტკბილი კარტოფილი, რკალებად დაჭრილი ხახვი და როზმარინი. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი გამოაცხვეთ.


პარალელურად, გაწურული მუხუდო მოათავსეთ ტაფაზე და და რამდენიმე წუთი მობრაწეთ.


ქინოას მოასხით 1+1/2 ჭიქა წყალი, დატოვეთ დაბალ ცეცხზე და დაახურეთ სახურავი. 10 წუთში წყალი ჩაშრება და ქინოას მარცვლები აფუვდება.


ახლა კი ააწყეთ სალათა: მოათავსეთ სასურველი სალათის ფურცლები ღრმა ჯამში, შემდეგ მოათავსეთ ხახვი, ტკბილი კარტოფილი, ქინოა და მუხუდო გვერდიგვერდ და კარგი იქნება თუ მიირთმევთ თბილს, თუმცა თუ მოხდა სასწაული და მეორე დღესაც გაგყვათ ეს სალათა, მაინც გემრიელი იქნება :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.