ქოქოსის ტორტი

02 მარ 2021 |

,,მარტის სუფრა", რომელსაც ვუძღვნით ქალბატონებს, ტორტის გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლიდა. ბევრი ვიფიქრეთ თუ რომელ დესერტზე შეგვეჩერებინა არჩევანი და ბოლოს ქოქოსის ტორტი გადავწყვიტეთ. მანამ, სანამ სეზონური ხილი შემოვა, ვფიქრობთ ახლა იდეალური დროა ამ ნამცხვრის მოსამზადებლად. რატომღაც ქოქოსის ტორტი ნაკლებად პოპულარულია საქართველოში და გვჯერა, რომ ამ ვიდეო-რეცეპტის შემდეგ აუცილებლად ცდით და ისიამოვნებთ!

ინგრედიენტები

კრემისთვის:

მომზადება

ქოქოსის ტორტის მომზადებას ვიწყებთ ცომით!

ცალკე ჯამში ჯერ 2 წუთი ათქვიფეთ შაქარი და კარაქი ვიდრე არ მიიღებთ ფაფუკ მასას. ამის შემდეგ დაამატეთ კვერცხი, არაჟანი, ვანილი და ქოქოსის რძე და კარგად ათქვიფეთ. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და სოდა და დაამატეთ კარაქიან მასას. ბოლოს ჩაამატეთ ქოქოსის ბურბუშელა. თუ ძალიან თხელი გამოვია ცომი, დაუმატეთ ფქვილი.


180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ ჯერ ერთი ფენა - 20-25 წუთი. და შემდეგ მეორე ფენა.


რაც შეეხება კრემს:

შეატქვიფეთ ერთმანეთს ჯერ კარაქი და კრემ-ყველი. ამის შემდეგ დაამატეთ შაქრის ,,პუდრა", ქოქოსის რძე, მარილი და ვანილი. იმ შემთხვევაში, თუ ძალიან თხელი გამოვიდა კრემი, დაამატეთ ,,პუდრა, ხოდო თუ სქელია, მაშინ დაამატეთ ცოტა ქოქოსის რძე.


გააციეთ კრემი ნახევარი საათი მაცივარში და შემდეგ გაციებულ ბისკვიტზე გადაუსვით ჯერ ერთი ფენა, შემდეგ მეორე. მოაყარეთ ბოლოს ქოქოსის ბურბუშელა.


ვიდრე დაჭრით, გთხოვთ მოითმინეთ და გააციეთ ტორტი ცოტა ხანი მაცივარში :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.