მწყემსის ღვეზელი

Shepherds pie

10 მარ 2020 |

მწყემსის ღვეზელი წარმოშობით ირლანდიიდანაა და მისი წლოვანება 2 საუკუნეს ითვლის. ამ კერძს ქალები ძირითადად მორჩენილი კერძებისგან ამზადებნენ და საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც - მწყემსის ღვეზელი. პირველი ფენა ხორცის და ბოსრნეულის უგემრიელესი ნაზავია, რომელსაც ზემოდან გადაფარებული აქვს ფაფუკი და კრემოვანი კარტოფილის პიურე. მისი მომზადება ძალიან მარტივია და საბოლოოდ ვიღებთ ჯანსაღ, არომატებით მდიდარ და საკმაოდ ნოყიერ კერძს.

ინგრედიენტები

ხორცისთვის:

პიურესთვის:

მომზადება

პირველ რიგში აადუღეთ წყალი და მოხარსეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი.

პარალელურად მოასხით ტაფაში ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ხახვი და ნიორი და მოთუშეთ. ცოტა ხანში დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური და ხორცი და იქამდე გააჩერეთ ვიდრე ხორცი არ გახდება ყავისფერი. ამის შემდეგ ვამატებთ ბულიონს, ტომატის პასტას, ვორჩესტერშაიერის სოუსს, მარილს, როზმარინს და ბეგქონდარას. დაახლოებით 5 წუთი ვტოვებთ ცეცხლზე რომ სოუსი კარგად გაუჯდეს ინგრედიენტებს. ბოლოს ვამატებთ გაყინულ ბარდას.


რაც შეეხება პიურეს. მოხარშლი კარტოფილი ჩაზილეთ რძესთან და კარაქთან ერთად და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ცეცხლგამძლე ჭურჭელში პირველი ფენა მოათავსეთ ჯერ ხორცი და ზემოდან დაფარეთ პიურეთი.


200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში დატოვეთ ღვეზელი დაახლოებით 20-25 წუთი. ბოლოს 1-2 წუთი მობრაწვის რეჟიმზე გადაიყვანეთ ღუმელი. სულ ესაა, გემრიელად მიირთვით :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.