ნიგვზიანი ორცხობილები ჯემით

30 სექ 2020 |

დიახ, დიახ, არანაირი ფქვილი, უბრალოდ ყველაფერი ნიგოზს მიანდეთ. ეს ორცხობილები გოზინაყივითაა, ღეჭვადი და თან რბილი. მაშინ, როდესაც გინდა რაიმე განსხვავებული და თან მარტივად მოსამზადებელი გემირელობა, ვფიქრობ ეს რეცეპტი აუცილებლად გასიამოვნებთ.

ინგრედიენტები

მომზადება

გათქვიფეთ მიქსერით კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი იქამდე, სანამ მასა არ გახდება ფაფუკი ღრუბელივით. შემდეგ დაუმატეთ ვანილი, დარიჩინი და ბოლოს შაქრის და ნიგვზის მშრალი მიქსი სილიკონის ჯოხით მოუურიეთ. კარგად აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები. შემდეგ გააკეთეთ ცომისგან ბურთები და ამოავლეთ შაქრის ,,პუდრაში", თითქოს ფქვილია. გადაანაწილეთ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე და საჩვენებელი თითით გული ჩააღრმავეთ. დაახლოებით 15-20 წუთი გამოაცხვეთ 160 გრადუსზე. როდესაც ორცხობილები გამოცხვება, ჩაღრმავებულ ადგილას მოათავსეთ საყვარელი ჯემი, მე ჟოლოს მივანიჭე უპირატესობა.


სულ ესაა! ისიამოვნეთ :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.