ნუშის კარაქი

12 სექ 2019 |

მიეჩვიეთ და მიაჩვიეთ ახალ გემოებს! დილას გახუხეთ ტოსტის პური და თქვენი ოჯახის წევრებს შესთავაზეთ ჯანმრთელი პროდუქტი - ნუშის კარაქი. დაელოდეთ ჯერ მათ გაოცებულ სახეებს და შემდეგ კმაყოფილებით გადატრიალებულ თვალებს :) ნუშის კარაქი არის ჯანმრთელი, მარტივად მოსამზადებელი პროდუქტი, რომელიც სახლში მომზადებული უფრო გემრიელია, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი. ამაში თავად დარწმუნდებით!

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე. ნუშის მარცვლები მოათავსეთ საცხობი თუნუქის ფირფიტაზე და 10 წუთი გამოაშრეთ. 

დაელოდეთ ვიდრე ნუში არ გაგრილდება. 

გადაიტანეთ ნუშის მარცვლები მაღალი სიჩქარის ბლენდერში და დაელოდეთ სანამ არ გადაიქცევა ერთიან მასად. თავდაპირველად მოგეჩვენაბათ რომ არ დაბლენდერდება, მაგრამ მოთმინებით დაელოდეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ზეთი. 

მას შემდეგ რაც მიიღებთ ნუშის კრემს, უკვე შეგიძლიათ შეურიოთ თქვენი გემოვნების მიხედვით ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები. აუცილებლად კარგად დააბლენდერეთ, რომ ბოლომდე შეერიოს ყველაფერი ერთმანეთში. 

ნუშის კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში ან ქილაში. მაცივარში დაახლოებით 2 კვირა შეგიძიათ შეინახოთ.


ნუშის კარაქი გადაუსვით ტოსტის პურზე და ზევიდან შეგიძლიათ მოაყაროთ კენკრა, ბანანი. კარაქი გემრიელია სმუსთან ერთადაც.  


მეორე ვარიანტის მიხედვით, შეგიძლიათ არ მოათავსოთ ღუმელში ნუშის მარცვლები და პირდაპირ დააბლენდეროთ. 

ჩემი ნუშის კარაქი უფრო მუქი ფერის გამოვიდა რადგან ღუმელში გამოვაშრე. 

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.