ოსპი ქოქოსის რძეში

16 ნოე 2020 |

როგორც წესი, ოსპი ყველაზე ხშირად წვნიანის მომზადების დროს გამოიყენებენ, თუმცა დღეს ამ საოცრად სასარგებლო პროდუქტის ახლებურად მომზადების იდეას გაგიზიარებთ. ეს კერძი ,,ლანჩის" დროს მოვამზადე და იგივეს გირჩევთ თქვენც: დაგანაყრებთ, აგავსებთ ცილები,ვიტამინებით დa კიდევ უამრავი სასარგებლო მინერალით და რაც მთავარია, იმდენად გემრიელია, რომ ვერც მიხვდებით ისე შემოგეჭმევათ. თუ ჯერ კიდევ არ მეგობრობთ ოსპთან, ახლავე შემოუშვით ის თქვენს სამზარეულოში.

ინგრედიენტები

მომზადება

აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და მოხარშეთ ოსპი დაახოებით 10-15 წუთი სანამ არ დარბილდება. გადააქციეთ წყალი და ოსპი ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.


ამის შემდეგ, დიდ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაუმატეთ ტომატის პასტა, მოაყარეთ სუნელები და კარგად აურიეთ. ბოლოს მოასხით ქოქოსის რძე და 2-3 წუთი დაელოდეთ, სანამ არ ადუღდება. მიღებულ მასას ბოლოს ჩააყარეთ ოსპი და 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ, ვიდრე ოსპის მარცვლები გარგად არ გაუჯდება სოუსს.


პარალელურად მოხარშეთ ბრინჯი. ღრმა ჯამში მოათავსეთ ჯერ ბრინჯი და ზემოდან დაუმატეთ ოსპის მასა. ამ კერძს კიდევ უფრო აგემრიელებს სერვირების დროს მოსხმული ლიმონის წვენი და ქინძი.


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.