რუკოლას სალათა მაყვლით

14 ივლ 2020 |

დილა განსაკუთრებულად დაიწყო - ერთი პატარა კალათა ახლადმოკრეფილი მაყვლით. მიყვარს მაყვალი და ვცდილობ ყველაფერში გამოვიყენო - ნამცხვრებში თუ სალათებში. ლანჩზე სალათის მომზადება გადავწყვიტე. როდესაც სამზარეულოში ვარ, ყველამ იცის, რომ რაღაც განსაკუთრებული ელოდებათ იმ დღეს. ხოდა არც ახლა დავარღვიე ტრადიცია - საოცრად მოუხდა რუკოლას ფოთლებთ მაყვალი. მოამზადეთ თქვენც და გაიხალისეთ ზაფხული ჩვენთან ერთად.

ინგრედიენტები

მომზადება

ამ სალათისთვის პირველ რიგში მოამზადეთ სოუსი - ზეთი, დიჟონი მდოგვი, ბალზამიკო ერთმანეთში კარგად აურიეთ და მოასხით რუკოლას. მოაყარეთ მაყვალი და გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი. უგემრიელესია რუკოლას და მაყვლის ტანდემი!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.