ტუნას ,,ვრაპი"

23 სექ 2019 |

რამდენჯერ ყოფილა, გაგიღიათ მაცივარი და სხვადასხვა მორჩენილი პროდუქტი დაგხვედრიათ. მაგალითად, ერთი ცალი კიტრი, ან პომიდორი, ნახევარი ტკბილი წიწაკა, 2 ცალი სალათის ფურცელი, წინა დღით მომზადებული მოხარშული თევზი, ან ქათამი... ახლავე გეტყვით როგორ მოიქცეთ! ერთი რასაც გირჩევთ არის ის, რომ საყინულეში სულ გქონდეთ ლავაშის თხელი ფურცლები. მოათავსეთ შემორჩენილი პროდუქტები ერთად ლავაშში, გადაახვიეთ, გადაჭერით და ვიდრე მეორე ნაწილს საყვარელ ადამიანს მიაწვდით, ჯერ თქვენი გასინჯეთ, შეიძლება მეორე ვერც გაიმეტოთ :)

ინგრედიენტები

მომზადება

ვიღებ ერთი საშუალო ზომის ლავაშის ფურცელს. თუ გაყინულია, ტაფაზე ცოტა ხანი ვათბობ. ერთ მხარე ვუსვამ მდნარ ყველს, არაჟანს ან ავოკადოს სოუსს (იხ. რეცეპტებში), პირველ რიგში ვდებ სალათის ფურცელს. ვჭრი წვრილად კიტრს, ტკბილი წიწაკას, პომიდორს და ვათავსებ სალათის ფურცელზე, ბოსტნეულს ზემოდან ვადებ ტუნას, ოდნავი სიმწარისთვის ვამატებ მწარე სოუსს. ლავაშს გადავახვევ, ვჭრი შუაზე და ,,ლანჩზე" სიამოვნებით მივირთმევ. და როგორია თქვენი საყვარელი ,,ვრაპი"?

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.