ჟოლოს ტარტი შოკოლადით

09 ივლ 2021 |

ეს არის დესერტი, რომელიც არასდროს გიღალატებთ და ყოველ ჯერზე გერმიელი იქნება. მთავარია ნაღები იყოს 35% იანი, სხვა დანარჩენ საფეხურებს რაც შეეხება, ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ არ გამოგივიდეთ :) ჟოლო ისე უხდება, როგორც არაფერი! ჩვენთვის ასეა, მაგრამ შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც :)

ინგრედიენტები

მომზადება

დააქუცმაცეთ ორცხობილა ისე, რომ მიიღოთ წვრილი ქვიშის მაგვარი კონსისტენცია. დაამატეთ გამდნარი კარაქი და ჩაყარეთ ფორმაში. აუცილებლად ამოიყვანეთ გვერდებში, რადგან შიგთავსის ჩასხმის შედეგად გარსი არ დაიფაროს. შედგით 10 წუთით 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში. ამის შემდეგ გააგრილეთ ბოლომდე. 


დააბლენდერეთ ჟოლო. შეგიძლიათ კარგად გაცრათ, რომ მოიშოროთ ჟოლოს თესლები.  


შიგთავსისთვის ჩაყარეთ ჯამში შოკოლადი, დააყარეთ მარილი. წამოადუღეთ ნაღები და რძე და ეს მასა დაასხით შოკოლადს. გააჩერეთ 1 წუთი. შემდეგ აურიეთ და ჩაამატეთ ჟოლო. მიღებული მასა ჩაასხით გაგრილებულ ტარტის ბაზაში და შედგით მაცივარში 30 წუთი. 

ამის შემდეგ გამოიღეთ ტარტი და ზედაპირი მორთეთ დარჩენილი ჟოლოთი. 


შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით და მიირთვით. მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.