“სიბერე – არ არის სასიხარულო” – ჩემი აზრით, ეს ყველაზე უაზრო ცხოვრებისეული სტერეოტიპია. ის, თუ როგორი იქნება ცხოვრება სიბერეში – შენი დღევანდელი მიღწევების, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის და საკუთარი თავისადმი სიყვარულის შედეგია.  და ამ მოცემულობაში, პირველ ადგილს იკავებს ცხოვრების წესი, კერძოდ კი, კვება. ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ფიქრი 6 წლის წინ დავიწყე, როდესაც შემთვევით წავიკითხე სტატია ,,როგორ დავაღწიოთ თავი დემენციას”; და რეალურად, ეს სტატია გახდა ჩემი მამოძრავებელი ძალა, რამაც მიმიყვანა იქამდე, რომ შევქმენი სოციალური პროექტი - ,,ორგანიკა”, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება და ხელშეწყობაა.


ჩემი ღრმა რწმენით, ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძვლებს სკოლის ასაკიდან უნდა ასწავლიდნენ. თუ არსებობს ექიმის პროფესია, რომელიც კურნავს ავადმყოფს, რატომ არ არსებობს მასწავლებლის პროფესია, რომელიც ასწავლის თუ როგორ უნდა იყო ჯანმრთელი? ზუსტად სწორი კვების პორპაგანდა არის დღეგრძელი და ბედნიერი ცხოვრების საფუძველი.


მე არ ვარ რომელიმე დიეტის მომხრე - ეს არის თითოეული ადამიანის არჩევანი… ვეგეტარიანიზმი და უმი ჭამის მიმდევრობა შეიძლება იყოს სრულფასოვანი კვება, მაგრამ შესაძლოა ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას, თუკი მივუდგებით მას გაუაზრებლად და ქაოტურად და თუ არ დავიცავთ დაბალნსებული კვების საფუძველს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალებისა და ვიტამინების თანაფარდობას.


ერთპიროვნულად ვფიქრობ, ჯობია დახარჯოთ დრო ჯანსაღი რაციონისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების შესწავლაზე, ვიდრე მომავალში დახარჯოთ ის წამლების შესწავლაზე, ექიმებთან რიგებში დგომაზე და წუწუნზე შვილიშვილებთან, რომ ყველაფერი გტკივათ და სიბერე არ არისსასიხარულო…

თქვენი ჯანმრთელობა – თქვენი არჩევანია. ცხოვრება ერთია!

 

13 ჭეშმარიტება ,,ორგანიკას”-გან:

1. ძილის რეჟიმი! ჰორმონები მგრძნობიარედ რეაგირებენ, როცა „თავს დასაწოლადამზადებთ’ 00:00სთ შემდეგ . შეეცადეთ დაიძინოთ 22.00 – 22.30 საათზე. უმჯობესია ადრე გაიღვიძოთ და დილით დაასრულოთ თქვენი ყველა საქმე, რითაც ზრუნებთ საკუთარ თავზე და სხეულის მუშაობაზე.

2.      ნაკლები ხემსი. მიირთვით სრულად და დაბალანსებულად დღეში 3-ჯერ. და დაიმახსოვრე, „კაპუჩინო“–  ასევე არის ხემსი,  რომელიც იწვევს ინსულინისა და ლეპტინის გამოყოფას. მოერიდეთ ასეთკვებას.

3.      არიჯდე, ეტად იმოძრავე! მინიმუმ 10,000 ნაბიჯი დღეში. სამუშაოს უმეტესობა შეიძლება

გაკეთდეს დგომის დროს, ესეც სტატიკური დატვირთვაა.

4.      დღის განმავლობაშ დალიეთ წყალი და არა წვენები / ფრეში / სმუზი.  შაქარისითხეში მხოლოდ ამძაფრებს რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე და შედეგად მომდევნოდაავადებები.

5.      შეამცირეთ ცხოველური ცილის მიღება. დიდირაოდენობით ცილა ანთებების  პროვოცირებას ახდენს.

6.      მიირთვით მთელმარცვლოვანი, ნაკლებად დამუშავებულისაკვები, გაწმინდეთ

„უსარგებლო საკვებისგან”, მეტი ბოსტნეული და მწვანილი. მაქსიმალურად აღმოფხვერითსწრაფინახშირწყლები  (თეთრი ფქვილის პროდუქტები, შაქარი, სწრაფი კვება), ასევე ტრანსცხიმები.

შეცვალეთ მთელმარცვლოვანი ფაფებით,  მაკარონით, პურით. ყველაზე მნიშვნელოვანირაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ რაც უფრო ნაკლებად მოვაწყობთ ინსულინის ტალღებს,

მით ჯანმრთელია მეტაბოლიზმი, სისხლძარღვები, პანკრეასი, მით უფრო დიდხანს

დავრჩებით ახალგაზრდა და ლამაზი! 

7.      კვება უნდაიყოს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი, რაც ნიშნავს, რომ თქვენი რაციონი

მოიცავს ყველა მიკროელემენტის საჭიროებას,

8.      ჯანმრთელი ცხიმებს აუცილებლად ვამატებთ!

ცივიწნეხის მცენარეული ზეთები (გარდა მზესუმზირის, რაპსისა და სიმინდისა). განსაკუთრებული

ყურადღება მიაქციეთ ზეითუნის, სელის თესლისა და ქოქოსის ზეთებს.

თხილეული, თესლი და მათგან დამზადებული პასტები (თერმული დამუშავების გარეშე).

 ავოკადო

 კვერცხი რბილი გულით.

 ორგანული ერბო

ცხიმიანი თევზი

ხიზილალა

9.      ხილისა და კენკრის არჩევისას შეარჩიეთ მჟავე კენკრა და ნუ მიირთმევთ ხილსზედმეტად. ფრუქტოზის გადაჭარბებული მოხმარების საშიშროება იმაში მდგომარეობს,

რომ შედეგად ვღებულობთ გაცხიმოვნებულ ღვიძლს.. ხილისმიღებისას უპირატესობას ვანიჭებთ დღის პირველ ნახევარში.

10.  არანაირი დიეტა ძალიან შეზღუდული კალორიებით. დააკვირდით წილის ზომებს და ნუდანაყრდებით ზედმეტად.

11.  ვამზადებთ ნაზ რეჟიმში (მდუღარე, მოხარშული, ორთქლზე და გახანგრძლივიგადახურების გარეშე), უმჯობესია საკვებს მარილი არ დაუმატოთ.

12.  საფუძვლიანად დაღეჭეთ საკვები და ისიამოვნეთ პროცესით

13.  ყველაზე მთავარი პრევენციაა, ნუ ელით პრობლემას, დაიწყეთ ზრუნვა თქვენს

ჯანმრთელობაზე, სანამ სიმპტომები არ გამოჩნდება. ყველაფერს ფანატიზმის გარეშე უნდამოეკიდოს, მაგრამ რეგულარულად და სიამოვნებით!

 

ჩვენი მოსაზრებები მხოლოდ ჩვენი ყოველდღიური ქმედებების შედეგია!