მოგზაურობა იტალიაში
წელს ზაფხულის მოგზაურობა მეგობრებთან ერთად იტალიაში დავგეგმე. ჩრდილო-დასავლეთ მხარე - ლიგურია მოვიარეთ. ყველაფერი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი, ინტერნეტში მოვიძიეთ საუკეთესო რესტორნები, კაფეტერიები, სანაყინეებიც კი... მაგრამ ყველაზე საინტერესო, სეირნობისას შემთხვევით აღმოჩენილი ადგილები იყო. მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვისთვისაც დაგეგმვას და სპონტაურობას თანაბრად მოაქვს ბედნიერება ცხოვრებაში.
თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს მოგზაურობა არ იქნებოდა შოპინგზე, დიდად არც ღირსშესანიშნაობების მონახულებაზე, ეს იქნებოდა გასტრონომიულ თავგადასავლზე, რომელიც წინასწარ ვიცოდით, რომ არასდროს დაგვავიწყდებოდა. ჩვენ ხომ იტალია გველოდებოდა!