ნიუ-იორკში წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ. თითქოს დამოკიდებული ვარ ამ ქალაქზე. 3 დღეში ისეთი ენერგიით ვიმუხტები, რომ მთელი წელი მიმყვება ხოლმე. ყოველი ვიზიტისას ნიუ იორკის ახლიდან აღმოჩენებში ვარ. მიყვარს მისი ხმაური, გაჭედილი ქუჩები, სრული ქაოსი.


ამჯერად ნიუ იორკში განსაკუთებული მისიით ჩავედი. food4.ge სთვის ვამზადებ ვლოგს საკულტო სერიალის - ,,სექსი დიდ ქალაქში" მიხედვით. იდეა საკოს იმ დროს დაებადა, როდესაც ვმსჯელობდით თუ რა მიმართულებით წაგვეყვანა ეს ვლოგი. რა თქმა უნდა მომენტალურად დავიწყეთ ძიება იმ კვების ობიექტების, სადაც ყველაზე ცნობილი ოთხეული სხვადასხვა ეპიზოდში სტუმრობს. ეს ის ადგილებია, რომელთა მონახულებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძია და იქ მოსახვედრად რამდენიმე დღით ადრე ჯავშანის გაკეთება არაა საჭირო.


ეს დღე მე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მქონდა განცდა, რომ ქერისთან, სამანტასთან, შარლოტასთან და მირანდასთან ერთად ვსეირნობდი ნიუ იორკის ქუჩებში და მათთან ერთად მივირთმევდი საყვარელ კერძებს. თუკი აპირებთ დიდ ქალაქში მოგზაურობას, იმედი მაქვს რომ food4.ge -ს ეს ვლოგი გახდება თქვენი გიდი, რომ საინტერესოდ გაატაროთ დრო.


See you soon New York!