მაჩა არ გეგონოთ ჩვეულებრივი, წვრილად დაფხვნილი მწვანე ჩაი. დიახ, ის მოდის მწვანე ჩაის ხიდან (Caméllia Sinénsis), მაგრამ მაჩას სხვანაირად ზრდიან და მას განსხვავებული სარგებლობა აქვს. მაჩას მოსავლის აღებამდე 20-30 დღით ადრე ხდება პლანტაციის გადახურვა, რომ მზის სხივები პირდაპირ არ მოხვდეს. ეს ყველაფერი ქლოროფილის გამომუშავებას ზრდის, ამდიდრებს ამინომჟავებით და ჩაის უფრო მუქ მწვანე შეფერილობას აძლევს. ჩაის მოსავლის აღების შემდეგ, ფოთლებიდან აშორებენ ღეროებს და ძარღვებს და ფქვავენ წვრილად, სწორედ ეს პროდუქტი არის ცნობილი მაჩას სახელით.


მაჩას ისტორია საუკუნეებს ითვლის. ესაა ტრსადიციული იაპონური ჩაი, რომელიც ჩინეთიდან მიგრირდა მზის ქვეყანაში. ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონია მშვიდობასთან, ჰარმონიასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. მაჩას ჩაის მირთმევის ცერემონია კი უფრო უფრო მეტ სოციალიზაციას და ადამიანების ერთმანეთთან კავშრს გულისხმობს და უზრუნველყოფს რელაქსაციას და უარყოფითი ენერგიებისგან გათავისუფლებას.


რადგან მაჩას კეთილ თვისებებზე დავიწყეთ საუბარი, მოდით ჩამოგითვლით კიდევ რა უპირატესობები აქვს ამ ჯადოსნურ ფხნილს:


მაჩა უფრო მეტ კოფეინს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი.

ამცირებს ღვიძლის და თირკმელების დაავადებებს და იცავს მათ.

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.

აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას.

კარგი საშუალება წონის კლების დროს.

უზრუნველყოფს სიმსივნის პრევენციას.

მაჩა საუკეთესოა განწყობის ასამაღლებლად,

და რაც მთავარია, მისი მომზადება არის ძალიან მარტივი.


ვიდრე მის მომზადების წესებს გაგიზიარებთ, გეტყვით, რომ მაჩას უცნაური გემო აქვს. ის ან ძალიან მოსწონთ, ან საერთოდ ვერ სვამენ. ამიტომაცაა, რომ მისი მომზადების დროს ბევრი ამატებს შაქარს, რძეს, ყავას, ნაღებს, რომ მაჩას გემოვნური თვისებები სხვა მიმართულებით წაიყვანონ. იმდენად დიდი და მნიშვნელობანია მისი როლი ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ ეცადეთ ყველანაირი გზა მოსინჯოთ და დაუმეგობრდეთ მაჩას; მთავარია ზიზღით და ძალდატანებით არ მიირთვათ.


მაჩას ჩაის მოსამზადებლად მთვარია დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი :


  1. 1/2 ჩ.კ მაჩას ფხვნილი მოათავსეთ პატარა ღრმა ჯამში (შეგიძლიათ გაცრათ კიდეც)
  2. დაასხით 1/4 ჭიქა წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 70-80 გრადუსი ტემპერატურის.
  3. და კარგად გათქვიფეთ, სწრაფი ხელის მოსმით - თითქოს W -ს წერთ, რომ ბოლომდე გაიხსნას ფხვნილი წყალში და არ დაიტოვოს ნალექი.


გასათქვეფად იყენებენ სპეციალურ მაჩას სათქვეფს, თუმცა თუ თქვენ ეს ნივთი არ გაქვთ, შეგიძიათ გამოიყენოთ ელექტრონული ყავის სათქვეფი (ზამბარისებრი თავით) ან ჩვეულებრივი სათქვეფელა, რომელსაც ვიყენებთ კრემის ან ცომის მომზადების დროს.


როდესაც მწვანე სითხე კარგად გაითქვიფება, ზედაპირზე შეამჩნევთ სქელ ქაფს, ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ მაჩას ჩაი მზადაა გადაიტანოთ სერვირების ჭიქაში. მისი მომზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს, ყველაზე პოპულარული ზაფხულში კი რაღა თქმა უნდა მაჩას ლატეა:


  1. მაჩას ჩაი
  2. ნუშის ან ნებისმიერი სხვა რძე
  3. ყინული
  4. თაფლი - სიტკბოსთვის


დიდი ხანია food4.ge მაჩას რეცეპტებისთვის ემზადება და გვიხარია, რომ საშუალება გვაქვს ჩვენი საყვარელი მწვანე სასმელი თქვენც გაგიზიაროთ. ზაფხულის პერიოდში ხშირად შემოგთავაზებთ სხვადასხვა იდეას და რეცეპტს, თუ როგორ გაახალისოთ მაჩას დახმარებით ცხელი დღეები და რაც მთავარია, დაგეხმაროთ ახალი და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში.