პოლონეთში არასწორი განწყობით ჩავედი. ჩემი ნაცნობების ბრალია. მათი შეფასებით, პოლონეთი უკრაინაზე ოდნავ უკეთსიაო (ნაცნობებშიც უნდა გაგიმართლოს!!!)

სინამდვილეში, სულ სხვა ქვეყანა დამხვდა: ევროპული, განვითარებული, მოწესრიგებული, სუფთა. 40 მილიონიანი პოლონეთი 2008 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ეკონომიკა განვითარების უმაღლეს ნიშნულს ურტყამს. შიდა ტურიზმი იმდენად განვითარებულია, რომ აქ ვერ ნახავთ ბევრ სხვადასხვა ეროვნების ტურისტს.

მოკლედ, პოლონეთში სულ 5 დღე გავატარე. მოვინახულე დედაქალაქი ვარშავა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ქალაქი კრაკოვი, რომელიც სილამაზით არაფრად ჩამოუვარდება ფლორენციას.

რაც შეეხეება ტადიციულ კერძებს. გულწრფელად გეტყვით, რომ პოლონური სამზარეულო არაა ჩემი ფავორიტი, მაგრამ ძალიან გემრიელია. ვლოგშიც ვახსენებ და აქაც ვიტყვი, რომ ესაა ქართველი მამაკაცების გემოვნებაზე მორგებული სამზარეულო: ბევრი უმაღლესი ხარისხის ხორცი (ზოგადად პოლონეთი ცნობილია ხორცის წარმოებით), უგემრიელესი ყველის ნაირსახეობა და ადგილობრივი არაყი, რომლითაც პოლონელები ძალიან ამაყობენ.

ჩემი პირველი პოლონური არდადეგები ლამაზი სიზმარივით დარჩება ჩემს მეხსიერებაში და მომავალში კიდევ არაერთხელ ვესტუმრები ამ უმშვენიერეს ქვეყანას. თქვენც იგივეს გირჩევთ!