ბოლო რამდენიმე წელია სულ იმას ვჩიოდი, რომ ხარისხიანი ავოკადო არ შემოდიოდა საქართველოში. რამდენჯერმე შემთხვევით გადავყრილვარ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არ მიმართლებდა. 

ალბათ, ავოკადოს მოყვარულები გამიგებენ, რამხელა იმედგაცრუებაა, როცა შენს საყვარელ ხილს გაჭრი და შიგნით მაგარი და მწვანე პროდუქტი დაგხვდება. ამ დროს ხელები მიკანკალებს, სანამ გადავაგდებ. არ მიყვარს საკვების გადაგდება, მაგრამ უკვე გაჭრილ და უხარისხო ავოკადოს სხვა რა უნდა მოუხერხო ადამიანმა? რა დასანანია... 


მოუთმენლად ველოდებოდი იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში ვინმე ნამდვილ, ჰას (hass) ავოკადოს შემოიტანდა და როგორც იქნა, დადგა ეს დღეც. ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე, მინდა ჩემი საყვარელი ხილი უფრო ახლოს გაგაცნოთ. 


პირველ რიგში, თუ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც არ უყვარს ავოკადო, გირჩევთ ზეთისხილივით მოექცეთ. ანუ, სამჯერ, ოთხჯერ მაინც გასინჯეთ და მერწმუნეთ, მეხუთე ცდაზე, აუცილებლად შეგიყვარდებათ. იმას აღარ მოვყვები, რომ ეს უნდა იყოს ნამდვილი, ხარისხიანი, მწიფე და კარაქივით რბილი პროდუქტი. 


იცოდით, რომ ავოკადოს სიცოცხლის ხილს უწოდებენ? მას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მდიდარია E ვიტამინით, რაც უჯრედების განახლებას უწყობს ხელს და ჩვენს კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. B6 ვიტამინი ორგანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება და ამცირების დაღლილობას. 100გრ ავოკადო შეიცავს 7გრ ბოჭკოვანას, რაც ხელს უწყობს მეტაბოლურ პროცესებს. ასევე, 2 გრ პროტეინს, რაც გაცილებით მეტია ვიდრე რომელიმე სხვა ხილში. ამიტომ მისი ყოველდღიურად მირება ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა.


ავოკადო Persea Americana-ს მარადმწვანე ხის ნაყოფია და ძალიან განსხვავდება სხვა ხილისგან. ის არ არის ტკბილი, აქვს შაქრის და წყლის ძალიან დაბალი შემცველობა. მეორე მხრივ, გამდიდრებულია დიეტური ბოჭკოებით, ნახშირწყლებითა და ცხიმოვანი მჟავებით.

ხარობს ტროპიკულ კლიმატში. დღეს მისი მოპოვენბა წელიწადის ნებისმიერ დროშია შესაძლებელი. ძირითადად მოდის სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ესპანეთსა და ისრაელში. 


იდეალურ ჰას ავოკადოს მოყავისფრო, მუქი ბადრიჯნისფერი ქერქი აქვს. თუ თქვენ დიდ სუპერმარკეტებში ღია ან მუქი მწვანე ფერის ავოკადოს ყიდულობთ, მერწმუნეთ, მას არანაირი კავშირი არა აქვს იმ გემოსთან, რასაც ნამდვილი ავოკადო ჰქვია. 

თუ ისე მოხდა, რომ მკუხე ავოკადო იყიდეთ, გირჩევთ ოთახის ტემპერატურაზე, მუყაოს თხელ პარკში გააჩეროთ ვაშლთან ან ბანანთან ერთად. ეს ორი ხილი მის დამწიფებას დააჩქარებს. 


თუმცა, თუ იმ მაღაზიას მიაკითხავთ, სადაც ამ ბლოგში მიგასწავლით, არ დაგჭირდებათ დამწიფების ლოდინი, რადგან ამ ადგილას ავოკადო საუკეთესო და ყოველთვის მწიფეა. 


მაშ ასე, ეს გახლავთ ახალი სურსათის მაღაზია თბილისში Fresh Culinair აბაშიძის 32 ნომერში (ყოფილი ფრანგული რესტორნის ტერიტორია) 

ეს ერთადერთი ადგილია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ნაცნობი) სადაც საუკეთესო ჰას ავოკადო შეგიძლიათ შეიძინოთ. იაფი არ ღირს, 1 ცალის ფასი 15 ლარია, მაგრამ მერწმუნეთ, ის გემო და სიამოვნება ამად ნამდვილად ღირს. რომ ვიხსენებ რამდენჯერ მიყიდია 3 ავოკადო (თითო 5 ლარად) იმის იმედად რომ პირველი ან მეორე ცუდი არ აღმოჩენილიყო (რაც 99.9% ასეც ხდებოდა) მესამესაც ვყიდულობდი ხოლმე. საბოლოოდ კი ვრჩებოდი დახარჯული თანხის და უხარისხო პროდუქტის ამარა. როგორც იქნა ეს დრო წარსულს ჩაბარდა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ამ მაღაზიამ დიდ ხანს შეძლოს მომხმარებლის მიღება და სხვა, ჩემი საყვარელი ადგილებივით მალე არ დაიხუროს. ყველაფერი რაც იქ დაგხვდებათ საუკეთესო ხარისხისაა. ეს ისეთი ხილ-ბოსტნეულია, რასაც საქართველოში სხვაგან ვერ ნახავთ. ფერადი სტაფილო, ფერადი კარტოფილი, ბეგქონდარა, შალოტი, ბაზილიკი, მანგო, ვნების ხილი, ვასაბი, თეთრი სატაცური, მწვანე სატაცური, ბარდა, ცოცხალი ფრანგული ლობიო, თოთო ისპანახი, ბროკოლი რომანესკო, ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო, სხვადასხვა სახეობის იშვიათი სოკოები და კიდევ ბევრი საინტერესო ხილ-ბოსტნეული. 


ასე რომ, აუცილებლად ესტუმრეთ Fresh Culinair-ს. ან სანამ მაღაზიაში მიხვალთ გადაავლეთ თვალი მათ ინსტაგრამ გვერდს. 


ამ ბლოგს კი ჩემი საყვარელი რეცეპტით დავასრულებ, ჰას ავოკადოს მონაწილეობით. 


პამიდვრის და ავოკადოს სალათა:

1 ც ავოკადო

2 ც ვარდისფერი პამიდორი

1/2 წითელი ხახვი

1/2 ლაიმის წვენი

5 ღერი ქინძი

3 ს/კ ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი


ეს არის ჩემი სალათა. არ ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი სალათაა. ეს უფრო მეტია ვიდრე საყვარელი, ეს ჩემი სალათაა:) და მთავარი ამ რეცეპტში იცით რა არის? ინგრედიენტების ხარისხი. თუ კარგ ავოკადოს, კარგ ზეითუნის ზეთს, ლაიმს და პამიდორს მოიმარაგებთ, უბრალოდ ზღაპრულ სალათას შექმნით.