Casserole საქონლის ხორცით

28 ოქტ 2019 |

ფრანგული Casserole მზადდება თითქმის ყველაფრით რაც შიძლება მაცივარში გქონდეთ. თუმცა ახლა გთავაზობთ მის კლასიკურ ვარიანტს, ხორცის მოყვარულებისთვის არის მარტივი და გემრიელი. იდეალური სადილია ოჯახისთვის, თან თუ მძიმე და დატვირთული დღე გქონდათ და სამზარეულოში გადაღლა აღარ გსურთ.

ინგრედიენტები

მომზადება

შედარებით ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ ხორცის ფარში დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. ეტაპობრივად დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, შავი პილპილი და მარილი. გააჩერთ ცეცხლზე 5-7 წუთი, სანამ ხორცი არ შეიცვლის ფერს. ამის შემდეგ დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი. დააფარეთ ტაფას თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე 20 წუთი, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. ამასობაში 1 ჭიქა რძეში გახსენით 1 ჩ/კ ფქვილი და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. მიღებული მასის ზედაპირი გაასწორეთ და დააფინეთ ნებისმიერი მდნარი ყველი. მე გამოვიყენე უკვე დაჭრილი ყველის ფირფიტები. თქვენ შეგიძლიათ გახეხოთ ყველი და ისე მოაყაროთ. თუმცა კერძის ზედაპირის ყველის ფირფიტებით დაფარვა ბევრად მოსახერხებელია. გააჩერეთ ცეცხლზე სანამ ყველის ფირფიტები კარგად არ დაადნება ჩვენს Casserole-ს და გემრიელად მიირთვით.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.