აპეროლ სპრიცი

06 დეკ 2020 |

ინგრედიენტები

1 ჭიქა კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:

მომზადება

გახსოვდეთ, რომ კარგი აპეროლ სპრიცი არ გამოგივათ უბრალო ცქრიალა ღვინოთი. აუცილებელია პროსეკო. უამრავ პროსეკოს შეხვდებით ცქრიალა ღვინოების სექციაში, ჩვენ კი, როგორც ვიდეოში ჩანს, რეკომენდაციას ვუწევთ ჩინზანოს. ძალიან გემრიელი, ხარისხიანი და საკმაოდ ხელმისაწვდომი იტალიური ცქრიალა ღვინოა.


აპეროლ სპრიცის მომზადება არის უმარტივესი, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა წესის დაცვა:


პირველ რიგში ჭიქას თითქმის ბოლომდე ვავსებთ ყინულით.

შემდეგ ვამატებთ 90 მლ პროსეკოს,

შემდეგ 60 მლ აპეროლს,

ბოლოს 30 მლ სოდიან წყალს.


თუ ასაწყავი ჭიქები არ გაქვთ საქმეს გაგიმარტივებთ - 3:2:1 ეს არის აპეროლის მომზადების პროპორციები.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.