ატამი შვრიით

13 აგვ 2021 |

აგვისტოს საყვარელ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში ვატარებ, სადაც თითქმის 10 წელი ვიცხოვრე. ჯორჯია განთქმულია თავისი ატმით და შეუძლებელია გვერდი აუქციო ფერმერის მარკეტში მადისამღძვრელად ჩალაგებულ ატმებს. ამჯერად ეს ხილი უმარტივეს დესერტში გამოვიყენე, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. დილას განსაკუთრებულად უხდება.

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით ატამი სიგრძეზე და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი, შეგიძლიათ მოაწუროთ ოდნავ ლიმონი, კარგად აურიეთ და გვერდზე გადადეთ.

ცალკე ჯამში შეურიერთ ერთმანეთს შვრია, ფქვილი, ცოტა შაქარი, კარაქი და მწიკვი მარილი და მოაყარეთ ატამს მთელ ზედაპირზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. როდესაც შვრია გახდება ოქროსფერი, შეგიძლიათ გამოიღოთ.


მიირთვით ნაყინთან, თაფლთან ან ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.


ბედნიერი შაბათ-კვირა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.