ატმის ღვეზელი

29 ივლ 2020 |

ატმის სეზონია! უგემრიელესი ატმის, რომელიც განსაკუთრებით ახალისებს ნამცხვრებს. ამიტომ არ გაიყვანოთ ეს სეზონი ისე, რომ ატმის ღვეზელი არ მოამზადოთ. კი ვამბობთ, რომ ღუმელს მოშორდითთქო, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელით :)

ინგრედიენტები

მომზადება

დიდ მიქსერის ჯამში კარგად გათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი (შეგიძლიათ თეთრიც გამოიყენოთ, მაგრამ ყავისფერი უფრო მეტად აგემრიელებს ნამცხვრებს), თაფლი და 3-4 წუთი თქვიფეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ რძე, ვანილის ექსტრაქტი და კარგად გათქვიფეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კარაქიან მასას. გათქვიფეთ და ცომი მზადაა.

მრგვალი ნამცხვრის ფორმაზე მოასხით კანოლა სპრეი ზეთი (შედით ჩვენს მაღაზიაში ამავე საიტზე), მოათავსეთ ცომი და ზემოდან დაალაგეთ ატმის ნაჭრები. ღვეზელი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით ერთი საათი. შეამოწმეთ ასანთის ღერით ვიდრე გამოიღებთ ნამცხვარს.

ისიამოვნეთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.