ატმის სმუსი
ზაფხულში, როდესაც ყველას მარტივი და მსუბუქი კერძებით გაგვყავს ცხელი დღეები, ვფიქრობთ, სმუსი დღის საუკეთესო დასაწყისია. ჩვენ გვიყვარს ხშირად სმუსის რეცეპტების გაზიარება და ამ დროს ყველაზე დიდი შთაგონება ხილია. ატმის სეზონია და ბუნებრივია, ჩვენც არ დავაყოვნეთ - რა ჯობია გამაჯანსაღებელ გემოს, რომელიც განწყობაზეც კარგად მოქმედებს და ჯანმრთელობაზე რაც მთავარია :)
ინგრედიენტები
მომზადება
ბლენდერში მოათავსეთ ატამი, გაყინული ბანანი, დარიჩინი, ნუშის რძე და კარგად დაატრიალეთ რამდენიმე წამი. სმუსი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ ჩია და ნუშის ფანტელები, წარმატებულ დღეს გისურვებთ :)