ავოკადოს ბრუსკეტა

10 თებ 2021 |

მოდით, პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი კერძი არ გამოვა გემრიელი, თუკი ავოკადო არ იქნება ხარისხიანი. როგორც იქნა ვიპოვეთ თბილისში HASS ავოკადო, რომელსაც ამერიკაში ცხოვრების დროს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. კონკრეტულად ამ სახეობის ავოკადო გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და პირველივე გასინჯვის დროს შეამჩნევთ სხვაობას და შეგიყვარდებათ. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სურსათის მაღაზიას - fresh culinair-ს (აბაშიძის 32), რომელიც ერთადერთი მაღაზიაა თბილისში, სადაც ჰას ავოკადო იყიდება.

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით ბაგეტი ან ნებისმიერი პური სასურველ ფორმაზე. პატარა ჯამში ყველ რიკოტას შეურიეთ ზეითუნის ზეთი და მარილი და გადაუსვით პურზე. დაჭერით პომიდორი, შემდეგ ავოკადო ნახევარმთვარის ფორმაზე და დაალაგეთ ბაგეტზე. სურვილისამებრ მოაყარეთ ხახვი. ისე არაფერი უხდება ამ ბრუსკეტას, როგორც ბაზილიკის ფოთლები.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.