ავოკადოს სოუსი ლაიმით
მიყვარს როცა მარტივი დეტალით ან ერთი ინგრედიენტით შემიძლია ახალი გემო მივანიჭო კერძს. ახლა როცა კიტრი-პომიდვრის სალათა და ზოგადად მწვანე სალათები ყველაზე სეზონური საჭმელია, მივაგენი გემოს, რომელიც ახალია, მარტივია და რა თქმა უნდა მომწონს. ავოკადოს სოუსი ლაიმით სულ სხვანაირად ამდიდრებს სალათებს და უბრალო კიტრი-პომიდვრის სალათაც კი საუცხოოდ გამოიყურება.
ინგრედიენტები
მომზადება
ყველა ინგრედიენტი უბრალოდ მოათავსეთ ბლენდერში და დააჭირეთ ღილაკს! უგემრიელესი სოუსი მზად არის. მოასხით ნებისმიერ სალათას, კიტრი-პომიდორს ან მიირთვით პურთან ერთად და გამოიყენებთ სენდვიჩებში.