ბადრიჯნის ჰუმუსი - ბაბა განუში
გვეგონა ჰუმუსი უკონკურენტო წასახემსებელი იყო, თუმცა ბადრიჯანმა ყველაფერი შეცვალა! ბოსტნეული, რომელიც ზაფხულის განუყრელი ნაწილია უგემრიელეს მასად გადავაქციეთ, რომელიც ჰუმუსის მოტივებზე მზადდება. ესაა ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული კერძი - ბაბა განუში, რომელიც ბადრიჯნის მოყვარულებს ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ და ხშირად მომზადების სურვილს გაგიჩენთ, მით უმეტეს ცხელ დღეებში. თქვენს რომელი გირჩევნიათ - ჰუმუსი თუ ბაბა განუში?
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში ვჭრით შუაზე ბადრიჯანს (კანიანად), ვუსვამთ ზეითუნის ზეთს და რუმელსი ვაცხობთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.
როდესაც დარბილდება ბადრიჯანი, ვაცლით კანს და ვათავსებთ საწურზე: სუფრის კოვზით დაჭყლიტეთ, რომ ზეთმეტი სითხისგან დაიცალოს.
ამის შემდეგ გადაგვაქვს ბლენდერში და ვამატებთ ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებს. კარგად ვაბლენდერებთ და სერვირების დროს ვაყრით პაპრიკას და ქინძს.
მიირთვით პიტა პურთან და ბოსტნეულთან ერთად!
გაიხალისეთ ზაფხული :)