ბაქლავა

17 იან 2020 |

ბაქლავა ხვავთან და ბარაქასთან ასოცირდება, ამიტომაც ამზადებენ ხოლმე მას სადღესასწაულო სუფრისთვის. ინგრედიენტებიც ბარაქიანად სჭირდება და ყველა მათგანი გემრიელია, შესაბამისად წარმოუდგენელია მათი შერევით გემრიელი ნამცხვარი არ გამოდიოდეს.

ინგრედიენტები

ცომი

შიგთავსი

მომზადება

თავიდანვე გაითვალისწინეთ რომ ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ორი ჯამი და ერთიც შიგთავსისთვის. ვიწყებთ ცომით:

1) ფქვილში ჩააგდეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და კარგად მოზილეთ ხელით. შემდეგ გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გულები. ერთი კვერცხის გული გადაინახეთ ზემოდან წასასმელად. ანუ ხუთი კვერცხის გულთან ერთად გათქვიფეთ არაჟანი, დაამატეთ სოდა, ძმარი, ვანილი. გაფუებული მასა ჩაუშვით ფქვილისა და კარაქის ნარევში. კარგად მოზილეთ. ცომი ხელზე არ უნდა გეწეპებოდეთ. ცომს გაყოფთ სამ ნაწილად და შედებთ მაცივარში. ამასობაში მოვამზადოთ ბაქლავის შიგთავსი.

2) გათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა, კარგად რომ გამაგრდება ცილა ნელ-ნელა დაუმატეთ 2 ჭიქა შაქარი და ვანილი. ანუ მიიღებთ ბეზეს. ამის შემდეგ გამოიღეთ ცომის ერთი გუნდა და გააბრტყელეთ გამოსაცხობი ფირფიტის ზომაზე, ამისთვის დაიხმარეთ ფერგამონის ქაღალდი. ცომის გასაბრტყელებლად დაგჭირდებათ ცოტა ფქვილი. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ოდნავ მცენარეული ზეთი, ან ყველაზე მარტივი იქნება თუ კანოლას სპრეი ზეთს შეაშხაპუნებთ და გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი. ზემოდან კი წაუსვით ბეზე და მოაყარეთ 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი დ 1 ჭიქა ქიშმიში. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის მეორე გუნდა და დააფარეთ უკვე გამზადებულ ფირფიტას. მასაც წაუსვით ბეზე და მოაყარეთ ნიგოზი და ქიშმიში. ბოლო ფენა არის მხოლოდ ცომი და მას გადაუსვით შემონახული ერთი კვერცხის გული. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. კარგად რომ მოიბრაწება ბაქლავა ე.ი მზად არის.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.