ბანანის კექსი/პური

08 აპრ 2024 |

მომზადება

რას ვაკეთებთ როცა ბანანი რბილდება? 🤷‍♀️


ვამზადებთ ბანანის კექსს!!! 🍌🍌🍌


3 დარბილებული ბანანი

2 კვერცხი

2/3 ჭიქა შაქარი

1/2 ჭიქა მაწონი

150 გრ დაბილებული კარაქი

1 ჩ/კ სოდა 

ლიმონის წვენი

მარილი

ვანილი

1 ჩ/კ დარიჩინი

1/4 ჩ/კ დარიჩინი

2 ჭიქა ფქვილი

ნიგოზი და შავი შოკოლადის ნატეხები სურვილისამებრ


გაახურეთ ღუმელი 180 გრდუსზე. 

დაჭყლეტილ ბანანს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, კარგად გათქვიფეთ, შემდეგ შეურიეთ მაწონი, კარაქი. 


ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ მშრალი ინფრედიენტები და ბოლოს შეურიეთ სველ ინგრედიენტებს. მიღებული მასა გადაიტანეთ მართკუთხა საცხობ ფრომაში და გამოაცხვეთ 45-50 წუთი.


დასკვნა: არასდროს გადაყაროთ რბილი ბანანი ☺️

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.