ბანანის პუდინგი გაწურული მაწვნით
ბანანის პუდინგი იმ დესერტთაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა მომზადდეს სახლში. კლასიკური ბანანის პუდინგი მოხარშული კრემით მზადდება, თუმცა ამჯერად წარმოგიდგენთ ამ უგემრიელეს დესერტს ქართულ სტილში - გაწურული მაწვნით. ესაა მსუბუქი, მარტივი და უგემრიელესი პუდინგი, რომელიც მთელი ოჯახისთვისაა და არასდროს გაგიცრუებთ იმედებს.
ინგრედიენტები
მომზადება
გათქვიფეთ ნაღები და შაქრის ,,პუდრა” ვიდრე არ მიიღებთ ფაფუკ მასას. დაუმატეთ გაწურული მაწონი და ისიც კარგად შეათქვიფეთ.
დაჭერით ბანანი მრგვალ ნაჭრებად. მოათავსეთ ჯამში და მოასხით ლიმონი. ამით ბანანს შეუნარჩუნებთ ფერს და არ გაშავდება.
დროა ააწყოთ პუდინგიზ: ღრმა ჭურჭელში ჯერ მოათავსეთ ორცხობილა, შემდეგ გაანაწილეთ კრემი და ბოლოს ბანანის ნაჭრები. ასე გაიმეორეთ კიდევ ერთი ფენა. ბოლოს მოათავსეთ კრემი და დაასკუპეთ ჟოლო :).
ბანანის პუდინგი გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!