ბანანის პური მიწისთხილის კარაქით

21 სექ 2021 |

პურს ნაკლებად დავარქმევდი ამ კექსს, მაგრამ ვინაიდან ბანანისაა და ასეთ ფორმაში ცხვება, კარგით, არ ვაწყენინებ ამერიკელებს და დავარქვათ ბანანის პური მიწისთხილის კარაქთან ერთად. არა, მხოლოდ მიწისთხილის კარაქი არაა ამ კექსის მთავარი ღირსება! მის გემოვნურ თვისებებში კაკაოც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ, თუ გსურთ რომ სახლი თავბრუდამხვევ სურნელში გახვიოთ, ეს სამი ინგრედიენტი არ გამოტოვოთ! სექტემბერმა ვფიქრობ, საკმარისად გვასიამოვნა ცხელი დღეებით, მე უკვე მზად ვარ ნამდვილი შემოდგომისთვის და ასეთი თბილი დესერტებისთვის. თქვენ? :)

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.


ერთი ჯამში შეურიეთ მიწისთხილის კარაქი (თუ მყარია დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ), შაქარი, გაჭყლეტილი ბანანი, მცენარეული ზეთი, 2 კვერცხი და კარგად შეათქვიფეთ ერთმანეთს. ამის შემეგ, ცალკე ჯამში კაკაო, მარილი, ვანილი, სოდა და გამაფხვიერებელი შეურიეთ ერთმანეთს და დაუმატეთ სველი ინგრედიენტების მიქსს. ფქვილი ბოლოს ჩააყარეთ ნელ-ნელა, რომ ძალიან სქელი არ გამოგივიდეთ ცომი. უნდა იყოს არაჟნის სტრუქტურის ცომი.


ამის შემდეგ, როდესაც ცომი მზადაა, მოასხით კანოლა სპრეი ან სხვა ცხიმი საცხობ ფორმას, მოათავსეთ ცომი და ზემოდან დაადეთ ორ ნაწილად გაჭრილი ბანანი.


გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი. ვიდრე გამოიღებთ, აუცილებლად შეამოწმეთ ცომი ბოლომდე გამომცხვარია თუ არა.


მიირთვით გემრიელად და ისიამოვნეთ შემოდგომის მზიანი დღეებით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.