ბარდის და ოსპის წვნიანი ტარხუნით
მოემზადეთ, თბილი წვნიანების სეზონი მოდის! თუ თქვენ და თქვენს პატარას სდანდარტული ბოსტნეულის წვნიანები მოგწყინდათ ეს კერძი კვების რაციონს ნამდვილად გაამდიდრებს. ბარდა და ოსპი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს და A, C, B ჯგუფის ვიტამინებს. მოინიშნეთ ინგრედიენტები და არ დაგავიწყდეთ ტარხუნა! სწორედ ის მატებს განსაკუთრებულ გემოს ამ წვნიანს.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭერით ხახვი და ნიორი. პარალელურად ქვაბში ჩაასხით 2 ს/კ მცენარეული ზეთი და დაჭრილი ხახვი და ნიორი მოთუშეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ კუბებად დაჭრილი სტაფილო, გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მოთუშულ ხახვს, ნიორს და სტაფილოს დაასხით 4 ჭიქა წყალი და ჩაყარეთ 1 ჭიქა შერეული ოსპი და ბარდა. მე ამ შემთხვევაში უკვე შერეული ბარდა და ოსპი შევიძინე, ანუ ასე იყო დაფასოებული. თქვენ შეგიძლიათ თავად აუროთ, ისე რომ ჯამში 1 ჭიქა გამოვიდეს. გააჩერეთ ინგრედიენტები საშუალო ცეცხლზე 40-50 წუთის განმავლობაში, სანამ ყველაფერი კარგად არ მოიხარშება. ბოლოს წვნიანს დაუმატეთ ნიახური და ტარხუნა. მე 1 შეკვრა ტარხუნა მთლიანად გამოვიყენე, ნიახური შედარებით ნაკლები. გააჩერეთ წვნიანი ცეცხლზე კიდევ 5-10 წუთი და გადმოიტანეთ ბლენდერში. დაბლენდერების დროს შეაზავეთ მარილი გემოვნებით. სასურველი მასის მისაღებად შეგიძლიათ ბლენდერში მოხარშულ ინგრედიენტებს ცოტა წყალიც დაუმატოთ. უფროსებმა გაითვალისწინეთ, რომ ამ წვნიანს შავი დაფქვილი წიწაკა უხდება.