ბარდის წვნიანი

19 ოქტ 2020 |

წვნიანების სეზონი მოვიდა! სასიამოვნო შემოდგომის დღეები წარმოუდგენელია თბილი, ვიტამინებით სავსე წვნიანების გარეშე. თან ზამთარი ახლოვდება და ჩვენი იმუნიტეტი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის. ჩვენს საიტზე ყოველთვის წვნიანების მრავალფეროვნებაა - ახალ და მარტივ რეცეპტებს არც ამ სეზონზე მოგაკლებთ.

ინგრედიენტები

მომზადება


როგორც ყველა წვნიანის შემთხვევაში, აქაც სტანდარტულად ვიწყებთ - 1 ს/კ სიმინდის ზეთს ვუმატებ 1 ხავს, ვაცდი 5 წუთი და ვამატებ 4-5 კბილ ნიორს. ვაცდი კვლავ 5 წუთი, არ მიყვარს წვნიანის დროს ბოსტნეულის ზედმეტად ჩახრაკვა. შემდეგ მთავარი ინგრედიენტი - ორეგანო! ისე უხდება ბარდის წვნიანს, ისე! არაფრით გამოტოვოთ. ორეგანოსთან ერთად ვამატებ მარილს და პილპილს და გადავდივარ შემდეგ საფეხურზე - წვრილ კუბებად დაჭრილი სტაფილო. ამ ბოსტნეულსაც 5-7 წუთი ვთუშავ და შემდეგ პირდაპირ ვამატებ 1 ქილა კონსერვის ბარდას. შემდეგ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი და 20 წუთში თქვენი წვნიანი მზადაა.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.