ბატატის, ანუ ტკბილი კარტოფილის წვნიანი ჯანჯაფილით

20 ნოე 2020 |

პირველი თოვლიც მოვიდა... თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვივით მიხარია ფიფქების დანახვა. და როდესაც გარეთ ასე ცივა და სახლური ამინდია, არაფერი ჯობს თბილ წვნიანს. ხოდა, მეც არ დავაყოვნე და ბატატის, ანუ ტკბილი კარტოფილის წვნიანი მოვამზადე ჩემთვის და თქვენთვის. მიხარია, რომ ბატატის შეძენა დიდ მარკეტებში უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. დაუმეგობრდით ამ არაჩვეულებრივ პროდუქტს, განსაკუთრებით თუ გიყვართ გოგრა, და აივსეთ ვიტამინებით. გაითვალისწინეთ, ზამთარი ახლოვდება!

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით ტკბილი კარტოფილი პატარა კუბებად და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.


დიდ ქვაბში მოასხით ზეითუნის ზეთი და დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და სტაფილო. ცოტა ხანი დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ, რომ ბოსტნეული დარბილდეს. თან პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწვას.


ამის შემდეგ, ჩაყარეთ იმავე ქვაბში ბატატის კუბები და ჩაასხით ცხელი ბულიონი ან ადუღებული წყალი ისე, რომ დაიფაროს ტკბილი კარტოფილი. დაახლოებით 20 წუთი დატოვეთ საშუალო ცეცხლზე. ჩანგლით ბოლოს შეამოწმეთ, რომ კარგად იყოს მოხარშული ბატატი და ამის შემდეგ მთელი ეს მასა გადაიტანეთ ბლენდერში. კარგად დააბლენდერეთ და იმ შემთხვევაში, თუკი ძალიან სქელი გამოგივათ წვნიანი, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ცხელი წყალი.


თბილად მოკალათდით და გემრიელად მიირთვით ბატატის წვნიანი!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.