ბეზე ციტრუსით და ნაღების კრემით

29 იან 2020 |

ოოო...როგორ მადისამღძვრელად გამოიყურება. როგორი მაცდურია. როგორი განსაკუთებული. ვიცით რაც გაიფიქრეთ, მაგრამ ნუთუ მოხდება რამე თუკი ხანდახან ბეზეს მოამზადებთ სახლში? არაფერი! ეს დესერტი განსაკუთრებით გამოგადგებათ მაშინ, როდესაც სტუმრებს ელოდებით. ყველას შეხვდება თავისი კუთვნილი ბეზე. მთავარია მოთმინება ცხობის დროს! ეს ყველაზე მნიშვნელოვანია :)

ინგრედიენტები

ბეზესთვის:

კრემისთვის:

მომზადება

ვიწყებთ ბეზეს მომზადებას. მიქსერის ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა და დაიწყეთ მაღალი სიჩქარით გათქვეფა. როდესაც მასა გახდება თეთრი და ფუმფულა, დაუმატეთ შაქარი, ოღონდ ნელ-ნელა, 2 ს/კ თითო ჩაყრაზე. ჩაუმატეთ სახამებელი, ძმარი, მარილი და გათქვიფეთ იქამდე, ვიდრე არ მიიღებთ სქელ მასას. როდესაც ჯამს გადმოატრიალებთ, ბეზე არ უნდა ვარდებოდეს.

გაახურეთ ღუმელი 120 გრადუსზე. თუნუქის ფირფიტაზე გადააკარით საცხობი ქაღალდი და სუფრის კოვზის დახმარებით დასვით ბეზეები. ჩაის კოვზის დახმარებით კი გულში ჩაღრმავება გაუკეთეთ, რომ გამოცხობის შემდეგ კრემი მოათავსოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბეზეს გამოსაცხობად მინიმუმ 2 საათი დაჭირდებათ, ბოლოს შეაღეთ ღუმელის კარი და დატოვეთ ვიდრე ბეზეები არ გამოშრება.

ამის შემდეგ მოამზადეთ კრემი. ნაღები გათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი და ვანილი და როდესაც მიიღებთ არაჟანზე სქელ მასას, ნიშნავს იმას რომ კრემი მზადაა. ეცადეთ რომ კარაქად არ გადააქციოთ.

სუფრის კოვზით დასვით გამომცხვარ ბეზეებზე კრემი და ზემოდან მორთეთ საყვარელი ციტრუსით.


პ.ს ბეზე შეგიძლიათ შეინახოთ მომდევნო დღეებისთვისაც, როგორც ნახეთ, კრემის მომზადება ძალიან მარტივია!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.