ბოსტნეულის პიურე ხორცით
მამებო, თუ ამ წუთამდე ფიქრობთ რომ თქვენი შვილისთვის საჭმლის მომზადება "შეუსრულებელი მისიაა" აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს, წაიკითხეთ რეცეპტი და არ შეშინდეთ - შეაბიჯეთ სამზარეულოში! თქვენ გაქვთ შანსი სასიამოვნოდ გააოცოთ მეუღლე და რაც მთავარია თქვენს შვილს მოუმზადოთ ჯანსაღი და გემრიელი სადილი.
ინგრედიენტები
მომზადება
თავდაპირველად პატარა ქვაბში მოხარშეთ ქათმის ხორცი, პარალელურად კი გაამზადეთ ბოსტნეული. სტაფილო და კარტოფილი კარგად გათალეთ, დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ქვაბში. უმჯობესია თუ მწვანილს და ხახვს არ დაჭრით და მთლიანად ჩააგდებთ ქვაბში. (აი, რა მარტივია ხახვის დაჭრაც კი არ გიწევთ და თვალების აცრემლიანება) როდესაც ბოსტნეული დარბილდება ანუ კარგად მოიხარშება, მწვანილი და ხახვი ამოიღეთ. ბოსტნეულში ჩააგდეთ მოხარშული ქათმის ხორცის ნაჭერი და დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში გამოიყენეთ სასურველი კონსისტენციის მისაღებად.