ბოსტნეულის წვნიანი ჯინჯერით
დიდი ხანია წვნიანი არ გაგვიკეთებია food4.ge-ზე! ამიტომ მოიმარაგეთ ეს უჯანსაღესი ინგრედიენტები და შეუდექით საქმეს. მსუბუქი, დიეტური და რაც მთავარია სასარგებლო წვნიანი აუცილებლად გასიამოვნებთ.
ინგრედიენტები
მომზადება
წვნიანის ქვაბში ჩაასხით 2 ს/კ ზეთი, დაამატეთ დაჭრილი ხახვი მოთუშეთ 5-6 წუთი. შემდეგ დაჭრილი ნიორი და თუშეთ 3-4 წუთი.
ამ ეტაპზე ვამატებთ გახეხილ ჯინჯერს. შემდეგ დაჭრილი სტაფილო და ნიახურის ღეროები, რომელსაც უნდა მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ვთუშოთ 5 წთ. შემდეგ ვამატებთ დაჭრილ ცუკინის, ბროკოლის, ყვავილოვან კომბოსტოს და განაგრძეთ თუშვა კიდევ 5 წუთი და დაამატეთ წყალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის ბულიონი)
თუ გიყვართ ხარშვისას შეგიძლიათ დაამატოთ როზმარინის ღერო და როცა წვნიანი გამზადდება, ამოიღოთ, თავისებულ არომატს მისცემს, რაც როზმარინის მოყვარულებს მოეწონებათ.
მიირთვით გემრიელად!