ბრაუნი
შოკოლადი ვისაც გიყვართ, ეს რეცეპტი მოინიშნეთ, ზუსტად 30 წუთში თქვენ შექმნით შოკოლადის სამოთხეს! ბრაუნის ბევრი რეცეპტი არსებობს, ჩემთვის, ეს არის ყველაზე მარტივი და გემრიელი. თან ისეთი მსუყეა, სამი დღე მყოფნის ხოლმე :) დიახ, ამ დესერტის უპირატესობა იმაშია, რომ ცივიც უგემრიელესია!
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში გაახურეთ გაზქურა 175 გრადუსზე.
ორთქლზე გაადნეთ შკოლადის ფილა ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. საასურველია გამდნარი შკოლადის მასა მომზადებისას უკვე გაგრიებუი იყოს.
შეურიეთ ადუღებულ წყალს ყავა და კარგად გახსენით.
ცალკე ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, კაკაო, ვანილი, მარილი.
აურიეთ ერთმანეთში ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი. გახსოვდეთ, რომ ამ რეცეპტის მიხედვით ბრაუნის არ ჭირდება მიქსერი, ხელით მსუბუქად შერევაც საკმარისია. ჩაამატეთ გახსნილი ყავის მასა და აურიეთ. ბოლოს სველ ინგრედიენტს ვამატებთ გამდნარ შოკოლად და ამასაც კარგად ვურევთ.
ბოლოს სველ და მშრალ ინგრედიენტებს ვურევთ ერთმანეთში.
დიდი ხანი მორევა არ არის საჭირო.
ბრაუნის მასას ვამატებთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც შეგიძლიათ მოასხათ კანოლას სპრეი-ზეთი (რომლის შეძენაც შეგიძლიათ www.food4.ge -ს მაღაზიის სექციაში) ან ჩააფინოთ საცობი ქაღადი და გამოაცხოთ 175 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
სულ ეს არის, როგორც გითხარით ეს ბრაუნი მეორე დღეს გაციებულიც უგემრიელესია!