ბრაუნი ჩიზქეიქი
food4.ge-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს 2 დესერტი - ბრაუნი და ჩიზქეიქი. ამიტომ ვიფიქრეთ, რატომაც არ გავაერთიანოთ ეს ორი ნამცხვარი და შევქმნათი ერთი?! ამიტომაც წარმოგიდგენთ ბრაუნი ჩიზქეიქს. ოღონდ დაივიწყეთ დიეტა და ჯანსაღი კვება! თვეში ერთხელ მოვაწყოთ ღალატის დღე და ვისიამოვნოთ :)
ინგრედიენტები
ბრაუნი
ჩიზქეიქი
მომზადება
გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე.
მრგვალ, ტრადიციულ ჩიზქეიქის ფორმას მოასხით კანოლა სპრეი ზეთი, ან კარგად წაუსვით კარაქი.
ჯერ დავიწყოთ ბრაუნით:
გაადნეთ კარაქი და მოათავსეთ შუშის (ან ნებისმიერ) ჯამში, ჩაამატეთ შოკოლადი და ურიეთ სანამ არ გადნება. დაამატეთ შაქარი და აურიეთ. შემდეგ ყავა. მე ვიყენებ ესპრესოს აპარატის ყავას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ჭიქაში ნებისმიერი ყავა და ის ჩაამატოთ. მთავარია კარგად იყოს გახსნილი.
შემდეგ ვამატებთ ვანილს კარგად ვურევთ. კაკაოს და მარილსც ცალკე ვურევთ და ბოლოს ფქვილი. ფქვილი არ არის აუცილებელი კარგად და დიდ ხანს ვურიოთ.
გადმოიტანეთ ფორმაში და გადადგით გვერდით.
ახლა მივხედოთ ჩიზქეიქს:
დატოვეთ რამდენიმე საათი თქვენი კრემ ყველი ოთახში და შემდეგ გადაიტანეთ ჯამში, აურიეთ და ჩაამატეთ შაქარი, ვანილი და ბოლოს კვერცხი.
დაამატეთ მიღებული მასა ბრაუნის და შედგით ღუმელში 30 წუთი.
როცა გამოცხვება, გააგრილეთ ბოლომდე და მიირთვით გემრიელად.