ბრაუნი ორცხობილები
შოკოლადის მოყვარულებო - ეს რეცეპტი თქვენთვისაა! განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველა სახლში ვართ, ბრაუნი ორცხობილების მოსამზადებლად უ ნ დ ა მოიცალოთ. ინგრედიენტებიც ძალიან მარტივია და გამოცხობაც. განსაკუთებით მინდა მივმართო მათ, ვინც ფიქრობს რომ სამზარეულოში ტრიალი მისი საქმე არაა - არის, არის თქვენი საქმე და თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ.
ინგრედიენტები
მომზადება
გაამზადეთ ორი ღრმა ჯამი. პირველ რიგში მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში - ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მეორე ჯამში კი მიქსერით კვერცხი და შაქარი შეათქვიფეთ ერთმანეთს.
ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი და გაგრილებული მასა დაამატეთ კვერცხს და შაქარს: მიქსერი უკვე საჭირო აღარაა, ფრთხილად შეურიეთ ერთანეთს სილიკონის ჯოხით ან ხელის სათქვეფელათი.
ახლა კი დროა მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთანეთს შეახვედროთ, მორევის დროს კვლავ სილიკონის ჯოხი გამოიყენეთ. ცომი მზადაა!
მოასხით კანოლას სპრეი თუნუქის საცხობ ფირფიტას და სუფრის კოვზის დახმარებით, ან ნაყინის კოვზით, მოათავსეთ ბურთულები. მოაყარეთ ზღვის მარილის ფანტელები სურვილისამებრ და დაახლოებით 10-12 წუთი გააჩერეთ ბრაუნი ორცხობილები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ნამდვილი სამოთხეა!