ბრინჯი მექსიკურად

10 მაი 2021 |

როგორც დაგპირდით, ამ თვეში ჩვენს საიტზე ხშირად შეხვდებით მექსიკური სამზარეულოს გავლენით შექმნილ კერძებს. ტაკოების შემდეგ ბრინჯის დრო დადგა. გირჩევთ თქვენი თვალით ნახოთ, როგორც გადაიქცევა ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯი სხვადასხვა არომატებით გაჯერებულ გარნირად: პომიდორი მოწითალო ფერს ჩუქნის, მწარე წიწაკა მომწარო გემოს, ბოსტნეულის ბულიონი კი გამორჩეული არომატიძთ ავსებს, სუნელებზე უკვე აღარ ვსაუბრობ... დანარჩენი თავად გამოსცადეთ და არ დაგავიწყდეთ ინსტაგრამზე ფოტოს გაზიარებაც.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გარეცხეთ ბრინჯი, გადაწურეთ და დროებით გვერდზე გადადეთ.


ტაფაში მოასხით ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული და მწარე წიწაკა, 2 წუთში დაუმატეთ ბრინჯი. დროა შეაზავოთ სუნებებით: ძირა, პილპილი, მარილი. ბოლოს მოასხით პომიდვრის სოუსი და ბულიონი. მოურიეთ ყველაფერი ერთმანეთს, დაფას დაახურეთ თავსახური და დავალ ცეცხლზე დატოვეთ 15 წუთი.


სერვირების დროს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.