ბროკოლის წვნიანი კრემ-ყველით

12 მარ 2021 |

დაახლოებით 1 წლის წინ food4.ge-ს მაყურებლებს წვნიანის რეცეპტი შევთავაზეთ, რომელსაც დღემდე აკეთებენ და გვიაზიარებენ ჩვენი გამომწერები. ეს იყო ბროკოლის წვნიანი თხის ყველთან ერთად. მმმმ... ახლაც გამახსენდა იმ წვნიანის გემო, დაუვიწყარი და განსხვავებული. რადგან ჩვენს პლატფორმებზე ბროკოლი ასეთი პოპულარობით სარგებლობს, გადავწყვიტეთ ამ ინგრედიენტის გამოყენებით კიდევ ერთი წვნიანი შემოგთავაზოთ. ამჯერად დამხმარე პროდუქტებად გამოვიყენებთ ერთ თავ ნიორს, კრემ ყველს და ბოსტნეულის ბულიონს. ხომ ჟღერს საინტერესოდ? მაშინ შევუდგეთ!

ინგრედიენტები

მომზადება

დიდ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და კარაქი და გაადნეთ. ამის შემდეგ ტაფაზე მოათავსეთ რამდენიმე ცალი ნიორის კბილი და ბროკოლი; მოთუშეთ 10-15 წუთი, ვიდრე არ დარბილდება. გადაიტანეთ ბოსტნეული ბლენდერში კრემ-ყველთან ერთად და ჩაამატეთ ბულიონი იმდენი, რა სისქეც გინდათ რომ ქონდეს თქვენს წვნიანს. კარგად დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ქვაბში და წამოადუღეთ. შეაზავეთ მარილით და პილპილით.

სერვირების დროს მოაყარეთ გახუხული პურის კუბები.


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.