ბრუსელური კომბოსტო ბალზამიკოსთან ერთად

25 იან 2021 |

ბრუსელურ კომბოსტოს დიდი ხანი ვეძებდით. სეზონურია და იშვიათად, რომ ზამთარში კარგი ბრუსელური სადმე გადაგაწყდეს. ამჯერად გაგვიმართლა და ვიპოვეთ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ბოსტნეული, რომელიც გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, უმარტივესად მზადდება. ჩვენ შანსს ხელიდან არასდროს ვუშვებთ, რომ ბრუსელური კომბოსტოს ახალი რეცეპტები სულ შემოგთავაზოთ.

ინგრედიენტები

მომზადება

კარგად გარეცხეთ ბრუსელური კომბოსტო და გაჭერით შუაზე. დიდ ღრმა ტაფაზე მოსხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ჭვრილად დაჭრილი ნიორი. დაამატეთ ბრუსელური კომბოსტო და 10-15 წუთი გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად მოურიეთ რომ არ მიიწვას. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ბრუსელური კომბოსტოს მომზადების შემდეგ გადმოიღეთ ჯამში და მოასხით ბალზამიკოს და თაფლის სოუსი.


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.