ჭარხლის სალათა თხის ყველით
ეს კერძი უნიკალურ რეცეპტების წიგნში ვიპოვეთ, რომელიც კომპანია მილემ დაუკვეთა ცნობილ შეფს შენონ ბენეტს. შეფ შენონი 70 დღის მანძილზე სტუმრობდა მსოფლიოს 19 ქალაქს და განსხვავებული კულტურის და სამზარეულოს შთაგონებით ქმნიდა საოცარ რეცეპტებს. შენონ ბენეტი დღეს მილეს ამბასადორია და ყველგან სადაც მისი სახელი ჟღერს იქვე იგულისხმება მილეს ხარისხსიც. ჩვენი სააღდგომო სუფრისთვის შევარჩიე მარტივი და ძალიან საინტერესო სალათის რეცეპტი. ეს გახლავთ ავსტრალიური ჭარხლის სალათა თხის ყველით. შეფ ბენეტი ამ რეცეპტის აღწერას იწყებს სიტყვებით: ავსტრალიელები უფრო მეტ ჭარხალს ვჭამთ ვიდრე რუსები (დიახ, შენონ ბენეტი წარმოშობით ავსტრალიიდანაა) მხოლოდ საკუთარ ბოსტანში ჭარხალი 3 სეზონის განმავლობაში მოდის და საზეიმო სადილების მომზადებისას აუცილებლად უნდა იყოს ჭარხალი სუფრაზე, სადღაც კუთხეში მაინც. ავსტრალიელმა შეფმა საკუთარი ქვეყანა ამ საკმაოდ მოზრდილ კულინარიულ წიგნში პატარა და მყუდრო ქალაქის ბაირონ ბეის წარდგენით გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს ეს არის ქალაქი ავსტრალიაში, სადაც ძველი და ახალი კულტურა შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს. ეს არის ქალაქი სადაც საოცარი პლაჟებია, განსაკუთრებით მიმზიდველი სერფერებისთვის და არანაკლებ საოცარი ფერმერების მარკეტები.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში კარგად გავრცეხოთ ჭარხლები და მოვათავსოთ ქვაბში დავასხათ წყალი, ისე რომ ბოსტნეული ბოლომდე დაიფაროს და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთი.
30 წუთის შემდეგ გადავასხათ წაყლი და ვაცადოთ ჭარხალს გაგრილება. სანამ ჯერ კიდევ თბილია, მოვაშოროთ კანი.
დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ ჯამში. ცალკე პატარა ქვაბში ავურიოთ ერთმაენთში ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის ცედრა და მარილი. დავასხათ ჭარხალს და დავამარინადოთ 10 წუთით.
განვათავსოთ სერვირების თეფშებზე თანაბრად და დავუმატოთ თხის ყველი და რუკოლა.