ჩიას პუდიგი კივის პიურესთან ერთად

14 იან 2021 |

Food4.ge-ს ვიზიტორებმა უკვე კარგად იციან როგორ გვიყვარს ჩიას პუდინგი. ეს არის საუზმე, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ და ყოველთვის შეძლებ რეცეპტს ახალი ვარიაცია მოუძებნო. ამჯერად კივის პიურე შევუხამეთ და ვფიქრობთ მშვენიერი გადაწყვეტილება იყო. იმედია მოგეწონებათ :)

ინგრედიენტები

მომზადება

ხშირად გვეკითხებით ხოლმე, შეიძლება თუ არა ქოქოსის რძე სხვა რძით შეცვალოთ. შეგიძლიათ, თუმცა ისეთი სქელი კონსისტენციას პუდიგნს რომ შეეფერება, ვერ მიიღებთ. ქოქოსის რძეს ბლანტი ტექსტურა აქვს და იდეალურია ჩიას პუდინგისვის.


2 ს/კ ჩიას დაამატეთ ერთი ჭიქა ქოქოსის რძე და გააჩერეთ მინიმუმ 2 საათი მაცივარში, მთელი ღამე თუ გააჩერებთ, კიდევ უფრო კარგი იქნება.


კივი დააბლენდერეთ და დაიწყეთ აწყობა. ჭიქაში ჯერ მოათავსეთ კივი, შემდეგ სასურველი რაოდენობის ჩიას პუდინგი. მოყარეთ გრანოლა ან ხილი. სურვილისამებრ მოასხით თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.


ბედნიერ დღეს გისურვებთ !

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.