ჩიას პუდინგი

12 სექ 2019 |

ჩია, იგივე ესპანური სალბი, სავსეა მინერალებით და ვიტამინებით.

მის უნიკალურ თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

პირველ რიგში, ჩიას თესლი ანტიოქსიდანტების წყაროა. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს წონაში კლებას, დადებითად აისახება კანზე. 

თუმცა გახსოვდეთ, ჩიას თესლის დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არ არის. 

 

 

ინგრედიენტები

მომზადება

ჩიას პუდინგის მოსამზადებლად ვიღებთ კონტეინერს და ვასხამთ ერთ ქილა ქოქოსის რძეს, ვაყრით 3 ს/კ ჩიას თესლს და ვასხამთ 1 ს/კ თაფლს. კარგად მოურევთ და ერთი ღამე ვაჩერებთ მაცივარში.

მეორე დღეს თქვენი პუდინგი მზადაა! მიირთვით სმუსისთან, გრანოლასთან, ხილთან ერთად.

ჩიას თესლი ასევე შეგიძიათ ჩაალბოთ წყალში, გააჩერეთ რამდნეიმე საათი და გამოიყენეთ სალათის მომზადების დროს. 




© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.