ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

26 იან 2021 |

ჩვენი ჩიზქეიქი უკვე სახელგანთქმულია, მაგრამ ეს არის დესერტი, რომელმაც შეიძლება უამრავი იდეა განგვახორციელებინოს. ამჯერად გთავაზობთ უმარტივეს მეთოდს, როგორ მოვამზადოთ ჩიზქეიქი ცხობის გარეშე სულ რამდენიმე ინგრედიენტით.


პ.ს ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მოთმინება გმართებთ და სიფრთხილე, რომ მაცივარშივე არ შემოგეჭამოთ :)

ინგრედიენტები

ბაზა

შიგთავსი

მომზადება

პირველ რიგში ვამზადებთ ბაზას: დაფხვნილ ორცხობილას ვამატებთ შაქარს და გამდნარ კარაქს, კარგად ვურევთ და ვაბრტყელებთ ფორმაში. ვაჩერებთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი.


შემდეგ შევუდგეთ შიგთავსის მომზადებას:

მიქსერის დახმარებით ავთქვიფოთ ნაღები სანამ არ მივიღებთ ფაფუკ, სქელ მასას. შემდეგ ცალკე ჯამში ვთქვეფთ კრემ ყველს, ვამატებთ შაქრის პუდრას და ვანილს და კარგად ვურევთ ერთმანეთში.

დაბოლოს, მიქსერი გადავდოთ გვერდით და სილიკონის ან ხის ჯოხის დახმარებით ფრთხილად ვურევთ ერთმანეთში ნაღების და კრემ-ყველის მასას.

საბოლოოდ მიღებულ კრემს ვათავსებთ ჩიზქეიქის ფორმაში და ვაჩერებთ მაცივარში მინიმუმ 5 საათი. უმჯობესია თუ დაელოდებით მთელი ღამე და დილით მიირთმევთ.

უუუგემრიელესია !

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.