დარიჩინის ფუნთუშები

02 თებ 2020 |

საოჯახო რეცეპტი შაბათ-კვირისთვის

რომ მკითხოთ, როგორი წარმომიდგენია იდეალური დილა, გიპასუხებთ - დარიჩინის როლებით. წარმოიდგინეთ, კვირა დილა, როცა უკვე გამოფხიზლდით, მაგრამ საწოლიდან ადგომას არ ჩქარობთ, ამ დროს საძინებელში დარიჩინის სურნელი ტრიალებს და თქვენ იაზრებთ, რომ სახლში ფუნთუშები მზადდება. არ მოიკლოთ ეს ბედნიერება არც თქვენ და არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანებსაც.

არა, ეს არ არის ჯანსაღი და დიახ, თავს უფლებას ვაძლევ, რომ თვეში ერთხელ ეს სიამოვნება მივანიჭო საკუთარ თავს.

თუმცა, გაფრთხილებთ, რომ დარიჩინის ფუნთუშებს დრო და მონდომება ჭირდება, ხომ იცით ცომთან როცა გვაქვს საქმე (მით უმეტეს საფუარიან ცომთან) ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს თუ ავჩქარდით და უგულოდ მივუდექით საქმეს. ასე რომ, დავიწყოთ!


ინგრედიენტები

ცომის ინგრედიენტები

შიგთავსი

მინანქარი

მომზადება

როგორ მოვამზადოთ დარიჩინის ფუნთუშები

მზადება სამ ეტაპად იყოფა: ცომი, შიგთავსი და ტოპინგი.

პირველ რიგში, მივხედოთ ცომს. აურიეთ ერთმანეთში მომარაგებული ფქვილის ნახევარი და საფუარი. ცალკე ჯამში დაბალ ცეცხლზე დადგით რძე, შაქარი, კარაქი და მარილი. შეიგიძლიათ დაუმატოთ ვანილიც. როგორც კი კარაქი გადნება, ჩაამატეთ ფქვილში. რძე უნდა იყოს თბილი და არავითარ შემთხვევაში ცხელი, რომ საფუარი სწორად გააქტიურდეს.

მიღებულ მასას ჩაამატეთ 3 კვერცხი და კარგად აურიეთ.

შეიგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი, ან ჩემსავით ხელით ურიოთ. როცა კვერცხი კარგად გაიხსნება ჩვენს მასაში, ნელ-ნელა ჩაამატეთ დანარჩენი ფქვილი. დაახლოებიტ 10 წუთის მანძილზე მოზილეთ ცომი კოვზით, შემდეგ გადმოიტანეთ დაფაზე. ცომი იქნება სველი და წებოვანი, ამიტომ დაფაზე მოზელვისას, შეგიძლიათ ცოტა ფქვილი კიდევ მოაყაროთ. თუმცა, იცოდეთ, რომ ცომი არ უნდა გამაგრდეს. აუცილებლად უნდა იყოს რბილიდა ფაფუკი. მომზადებული ცომი ჩადეთ ჯამში და გადააფარეთ ან პარკი ან პირსახოცი. დადგით თბილ ადგილას და აცადეთ საათნახევარი.


დარიჩინის ფუნთუშების შიგთავსი

როცა ცომი ამოფუვდება, ჩაზილეთ თავისივე ჯამში და გადადგით. ამასობაში დაიწყეთ შიგთავსის მომზადება. აურიეთ ერთმანეთში ყავისფერი შაქარი, ვანილი და დარიჩინი. მოიმარჯვეთ ოთახის ტემპერატურაზე (თითქმის გამდნარი) კარაქი.

გააბრტყელეთ ცომი, ისე, რომ მიიღოთ მართკუთხედი. ოღონდ ცომი არ უნდა იყოს ძალიან თხლად გაბრტყელებული. წაუსვით კარაქი თანაბრად და მოაყარეთ შაქრის და დარიჩინის მასა. გადაახვიეთ როლივით და გაყავით 9 ნაწილად. მე მიყვარს 9 ნაწილად გაყოფა, რომ კარგად ამოფუმფულდეს ცომი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ 12 ნაჭრადაც დაჭრათ და ცოტა დიდი საცხობი გამოიყენოთ.

მოათავსეთ ნაჭრები საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ პირსახოცი და გააჩერეთ თბილ ადგილას 30-60 წუთი, სანამ როლები არ გაიზრდება მოცულობაში. თან გაახურეთ გაზქურა 190 გრადუსზე.

30-60 წუთის შემდეგ ზომაში გადიდებულ როლებს წაუსვით გამდნარი კარაქი ფუნჯით და შედგით გაზქურაში 25 წუთით.


დარიჩინის ფუნთუშების ტოპინგი

სანამ ფუნთუშები ცხვება, მოამზადეთ ტოპინგი. აურიეთ ერთმანეთში შაქრის პუდრა, ვანილი და კრემ-ყველი. მიღებულ მასას დაამატეთ 2 სუფრის კოვზი რძე რიგ-რიგობით. სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ მასას.

25 წუთის შემდეგ გააგრილეთ ფუნთუშები 10-20 წუთი და მოასხით ტოპინგი.

ვუალა! თქვენს წინაშეა იდეალური ფუნთუშები და დღის არაჩვეულებრივი დასაწყისი <3

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.