დარიჩინის ხვეულები

08 აგვ 2020 |

ჩვენი დარიჩნის როლები ხომ გახსოვთ? ეს რეცეპტი მისი გადახალისებული ვერსიაა, რომლის მომზადების დროს, უფრო მეტად გაერთობით :)

ინგრედიენტები

ხვეულები

შიგთავსი

მომზადება

პირველ რიგში გამოიტანეთ კარაქი (როგორც ცომის, ისე შიგთავსის მოსამზადებელი დოზა) მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 1-2 საათი, რომ კარგად დარბილდეს.

ახლა დავიწყოთ ცომის მომზადება - დიდ ჯამში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთად - რძე, 2 კვერცხი, დროჟი, კარაქი, შაქარი, მარილი და ფქვილი. მე ცომის მოსამზადებლად ვიყენებ ე.წ. მაგიდის მიქსერს, რომელიც ხელში არ გვიჭრავს და ყველაფერს თვითონ აკეთებს. რა თქმა უნდა, თქვენ თუ ასეთი მიქსერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხელით მოზილოთ.

მაგიდის მიქსერში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვტოვებ, რომ ზუსტად ის ტექსტურა მივიღო, რაც მე მჭირდება.

10 წუთის შემდეგ ცომი გადმომაქვს შუშის ჯამში, ვაფარებ ნაჭერს და ვტოვებ 45 წუთი.

ამასობაში ვიწყებთ შიგთავსის მომზადებას. ისევ მიქსერში ვათავსებთ შაქარს, კარაქს და დარიჩინს და კარგად ვურევთ. ისე, რომ ერთიანი კარაქოვანი მასა მივიღოთ.

როცა ცომი მინიმუმ ორჯერ გაიზრდება, გადმომაქვს სწორ ზედაპირზე და კარგად ვაბრტყელებ. შემდეგ ვუსვამ დარიჩინის და კარაქის მასას, გადასანაწილებლად ვიყენებ დანას, რომ ყველაფერი იყოს თანაბარი.


შემდეგ ჰორიზონტალურად ვკეცავ ქვედა მესამედს, რომელსაც ზემოდან ვადებ ზედა მესამედს. ანუ, გამოდის ისე, რომ შიგთავსი არის შიგნით და საბოლოოდ ვიღებ ცომის სამ ფენას. მიღებულ ცომს ვჭრი ვერტიკალურად, დაახლოებით 4 სმ იან ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერს ვყოფ სამად, ოღნდ ისე, რომ ზემოთ, თავში, ცომი ხელუხლებელია. მიღებული სამი გრძელი ნაჭრისგან ვაკეთებ ნაწნავს. ძალიან მარტივად, ერთმანეთზე გადადებით.

მიღებულ ხვეულებს ვათავსებ ღუმელის სინაზე, რომელზეც მანამდე კანოლას სპრეი ზეთი შევაშხაპუნე, რომ არ მიეკრა. და კვლავ 34 წუთი ვაცლი, რომ ჩემი ხვეულები კიდევ ამოფუვდეს.


ამასობაში ვახურებ ღუმელს 200 გრადუსზე და სანამ ხვეულებს შევდგამ, ზემოდან ვუსვამ გამდნარ კარაქს.

გამოსაცხობად დაახლოებით 30 წუთი მჭირდება.

როგორც კი გამოვიღებ, ვაცდი ოდნავ გაგრილებას და ვაყრი შაქრის პუდრს.

ესეც ასე, კვირის საუზმე მზადაა :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.